მამუკა მდინარაძე - გვსმენია „ფრანკლინის კლუბის“, „კანვასის“ შესახებ, გვინახავს ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები, ყველა დაფინანსებული იყო გარე აქტორების მიერ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
163 16 აპრილი 2024, 19:36

გვინახავს „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები, ყველა დაფინანსებული იყო გარე აქტორების მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები გარე აქტორების მიერ ფინანსდება.

გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყნები როდესაც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში და ამას კანონით არეგულირებენ, კანონის განსაკუთრებული მიზანი მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა არ არის.

საუბარია იმაზე, რომ გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეოსექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს, მაგალითად, პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. პირობითად, ავიღოთ 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30% სავარაუდოდ ხმარდება ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. მაგალითად, რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებია, რაც ხშირ შემთხვევაში, ფინანსდება. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს, მაგალითად, „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი