დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 18 აპრილი 2024, 12:28
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას: „ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს", სოციალურ ქსელში ეხმაურება:

დავით ქართველიშვილი ირონიულად აღნიშნავს, რომ „დაუძინებელი დაქალი“ ძალიან ზრუნავს ივანიშვილის დანაზოგებზე. 

„აი, საიდან მოდის პოლიტიკური შიზოფრენია, აი, სადაა სათავე. რას ამბობს, იცით? ოჯახზე ზრუნვის, მეუღლისთვის სურსათის, ხოლო შვილებისთვის ახალი „ბაჩიების" ყიდვის მიზნით და „რესტორნებში არ დამეხარჯოს" მოტივით, ქმარმა თავისი ჯამაგირი შეიძლება სახლში მოიტანოს!!! მას ამის სამართლებრივი საფუძველი აქვსო, ამბობს ეს ჩვენი „დაუძინებელი დაქალი".

ვიოლა ფონ კრამონი: „ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს". როგორ გვიფრთხილდებიან! როგორ ზრუნავენ ჩვენს დანაზოგებზე!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი