გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 19 აპრილი 2024, 14:17
პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ  "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „არის დადასტურებული ეჭვი, რომ NED-ი და EED-ი აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ პროექტები, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!“

„თავიანთი საქმიანობის აღწერისას, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED, National Endowment for Democracy) აღნიშნავს, რომ მოქმედებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ხოლო ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED, European Endowment for Democracy) მხარს უჭერს ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ძალადობის წინააღმდეგობის პრინციპების დაცვას.
პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ "ნაცრადიკალებს" და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი