დიმიტრი ხუნდაძე: უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
401 21 აპრილი 2024, 14:02
პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს,“ -  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით -  „ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას".

დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით. მანვე აღნიშნა, რომ მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით. 

„რამდენიმე დღეა ვუყურებთ რუსთაველზე აქციებს და გაოგნებული ვართ იმით, რომ თუკი წინათ ახალგაზრდობა საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, დღეს პირიქითაა, მათი ერთი ნაწილი ქვეყნის სუვერენული უფლებების აღიარებას აპროტესტებს. დაიცვა შენი სახელმწიფო უცხოური ფულით უცხო ქვეყნების ჩარევისგან, სხვა არაფერია, თუ არა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება. 

ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით - “ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას". გარდა იმ სამი ათასი ახალგაზრდისა, რომლებსაც შავი ფულით წლების მანძილზე რევოლუციისთვის ატრენინგებდნენ, დანარჩენ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით. მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, რას მალავენ ამ ლოზუნგის უკან?
პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს საზოგადოების  მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა, ის მცირედიც ჩვენი შვილებია, რომლებიც დასაღუპად არ გვემეტებიან. 
რასაც ამ დღეებში ვხედავთ, მძიმე სანახავია. უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი