„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 27 აპრილი 2024, 21:52

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ვიკრიბებით ფილარმონიასთან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ღონისძიებაში - მამული, ენა, სარწმუნოება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.

„29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ყველას გელოდებით ფილარმონიასთან! „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება. ვიკრიბებით ფილარმონიასთან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მივიღებთ ღონისძიებაში - მამული, ენა, სარწმუნოება! ერთად ვუთხრათ კი: გამჭვირვალობას; საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას; ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას; ტრადიციულ ეროვნულ და ნამდვილ, ევროპულ ღირებულებებს.

ერთად ვუთხრათ არა: შავი ფულით მოწყობილ რევოლუციებს; მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას; ლგბტ პროპაგანდას; ნარკოტიკების პროპაგანდას; პოლიციელების შეურაცხყოფას; სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და რადიკალიზმს.

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს.

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები აქტიურ, საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ახლა კი, დადგა დრო ახალგაზრდული მსვლელობითაც ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე და ილიას გზის ერთგულება.

ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი საქართველოს განვითარებაში. 2024 წლის 29 აპრილიც ამის დადასტურება უნდა იყოს! შემოგვიერთდით! #ღირსებითევროპისკენ
#ახალგაზრდულიმსვლელობა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი
ენტონი ბლინკენი - ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება
არქივი