სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს, 71 წლის მწერალმა ესროლა - მედია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
487 15 მაისი 2024, 18:25

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როიტერის ინფორმაციით, პრემიერს გონება არ დაუაკრგავს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ფიცო კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

თავდასხმელი ადგილზევე დააკავეს. მისი ვინაობა დადგენილია. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის 71 წლის ადგილობრივი მწერალი იურაი ჩინტულა გახლავთ. მედიის ინფორმაციით, ის ოპოზიციური პარტია - „პროგრესული სლოვაკეთის“ მხარდამჭერია. პარტია ცნობილია თავისი ლიბერალური შეხედულებებით. თავად „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ თავდასხმა უკვე დაგმო.

მედიის ცნობით, იურაი ჩინტულა, ადრე კერძო დაცვის კომპანიაში მუშაობდა. მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვაჟმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მამამისს აქვს იარაღი, რომელსაც კანონიერად ფლობს. 

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 71 წლის მწერალი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტიც იყო. თუმცა, შვილმა ეს ინფომრაცია უარყო. 

ადგილობრივი პრესის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ჰენდლოვაში - 180 კილომეტრში ბრატისლავადან - მოხდა, როცა პრემიერი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ხალხთან მისასალმებლად მივიდა. შემთხვევა კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ მოხდა. 

წინასწარი მონაცემებით, პრემიერი დაჭრილია მუცელში, მკლავში. ერთ-ერთი თვითმხილველი ყვებოდა, რომ დაინახა სისხლი მის სახეზე... 

"ხალხი ელოდა [კულტურული ცენტრის] გარეთ და ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო სროლა", - თქვა ჟურნალისტმა იურაჯ ბურიმ, რომელიც თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდა.

მკვლელობის მცდელობიდან ორი საათის შემდეგ, რობერტ ფიცოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეტყობინება გამოჩნდა, სადაც ეწერა, რომ ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიშია. თუმცა, მანამდე სლოვაკური გამოცემები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ჭრილობები არ იყო სიცოცხლეს საფრთხის შემცვლელი.

„მას რამდენიმე ტყვია ესროლეს და ახლა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ამ წუთებში ის ვერტმფრენით გადაჰყავთ ბანსკა-ბისტრიცაში, ვინაიდან ფრენა ბრატისლავაში დიდ დროს წაიღებდა. უახლოესი საათები იქნება გადამწყვეტი“, - ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სლოვაკური ტელეარხი TAZ იუწყება, რომ ფიცოს ოთხჯერ ესროლეს, ერთი ტყვია მუცელში მოხვდა.

ფიკოსთან ახლოს მდგარმა ქალმა გაზეთ Denník N-ს განუცხადა, რომ მან დაინახა სისხლი პრემიერ მინისტრის თავზე და მკერდზე.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი: თუკი წარსულში შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ USAID-ი თავისი პროგრამებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა, დღეს უკვე რეალობაა
ლევან მაჭავარიანი ბათუმის ტრაგედიაზე: მე ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ განცდა მაქვს, რომ უხარიათ როდესაც ასეთი ტიპის ტრაგედია ხდება ჩვენ ქვეყანაში და ეს არის რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელი, ამორალური და ამაზრზენი მათი მხრიდან
ვიღაცას, შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას – სიმართლის სახეში მიხლა გახარიასთვის თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
არქივი