გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
432 28 აპრილი 2024, 19:44

სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა იქ გახლდათ.ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ვინმე ლაზარე გრიგორიადისის მსგავსი ფაქტი, მათ ქვეყნებში რომ მომხდარიყო, იქნებოდა უმკაცრესი რეაგირება და ვერავინ ვერ გაბედავდა მის შეწყალებასო, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა კი მითხრეს, მაგას იქვე, ჰოლანდიური ყველივით გავხდიდითო. ვინ გამოგყავთ გმირად, თქვე მართლა სექტავ #ენმ? თუ რა გინდათ, თქვენი მკვლელობები და ჯალათობები ამით გააპრავოთ? მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია“, - წერს გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი