ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 29 აპრილი 2024, 01:16

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს.

„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ!

მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომელსაც რვა ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ქვეყანაში სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შენარჩუნების მომხრე ვრჩები, რასაც ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დიალოგის შედეგით მივაღწიეთ. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ქართული საზოგადოების წევრი ვთვლი რომ საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მდგრადი ბიზნესისა და ევროპული კურსის შენარჩუნება, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უმარტივებს ქვეყნის ეკონომიკაში გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ბოლო წლების ერთერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება, როდესაც რუსული წარმოშობის კომპანია სრულად იქნა გამოსყიდული ჩვენს მიერ და ამ სრულად ქართულმა კომპანიამ ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით და საქართველოს ორი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტის დახმარებით 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები განათავსა და აღნიშნული ობლიგაციები კი ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული,

ზემოთხსენებული ურთულესი ფინანსური ტრანზაქციის გარანტია კი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი უსაფრთხო ბიზნეს გარემო და განვითარების სტაბილური ევროპული კურსი გახლდათ.

მე როგორც ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომლის ყველაზე მსხვილი კომპანიები რეგილირებულია სახელმწიფოს, მიერ გაცემული ლიცენზიებით, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს საქმიანობის აბსოლუტურ გამჭვირვალობას, როგორც ფინანსური და მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის, ასევე საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც”, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი