ბიზნესმენი გია ბუაძე: არ ყოფილიყო ბიძინა, როგორი ანშლაგები იქნებოდა გაყინულ დარბაზში, დავინახავდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 30 აპრილი 2024, 22:13

სპექტაკლის დამთავრების მერე ლამის აგინებენ ბიძინას და არა რუსულ კანონს იძახიან, დარწმუნებული ვარ 99 %-ს წაკითხულიც კი არ აქვს. არ ყოფილიყო ბიძინა, როგორი ანშლაგები იქნებოდა გაყინულ დარბაზში დავინახავდი, - ამის შესახებ ბიზნესმენი გია ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ბევრჯერ ფიქრობ გამოეხმაურო ამა თუ იმ მოვლენას, მაგრამ რომ გაგახსენდება, რომ შეიძლება ვიღაცა „ნაცი“ ან „ნაცმაცუნა“ შემოგიხტეს და ნერვები მოგიშალოს, ანებებ თავს შენი აზრის გამოხატვას, მაგრამ ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა ამ სტატუსის დაწერა იმ უმადურ საზოგადოებაზე. მოკლედ, 26 წლის ბიჭი ვიყავი, როცა მოვხვდი მარჯანიშვილის თეატრში ფინანსურ დირექტორად. ის სცენისა და კინოს ოსტატები, რომლებსაც მხოლოდ კინოში ვუყურებდი, ჩემს თვალწინ მოღვაწეობდნენ, ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველამ ვიცით 90-იან წლებში ვინ მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში. უაღრესად რთული წლები იყო თეატრისთვის გაჭირვებით, მაგრამ რამდენიმე პრემიერას ვუშვებდით წლის განმავლობაში. აბსოლუტურად მოუწესრიგებელი იყო მთელი ინფრასტრუქტურა, რომელსაც თეატრის ბიუჯეტი რასაკვირველია არ ჰყოფნიდა და ათასი გზებით ვცდილობდით თეატრი შეგვენარჩუნებინა. ასეთივე მდგომარეობაში იყო კიდევ ორი აკადემიური თეატრი, ოპერა და რუსთაველი. 2000 წელს (მე უკვე აღარ ვიყავი) ამ მადლიანმა კაცმა ბიძინაჩვენმა ტრაქტორივით რომ შეუბერა და მისცხო, ყველა აკადემიური და არა მარტო გაარემონტა უმაღლეს დონეზე და უმეტეს ნაწილს თეატრის მუშაკებს ყოველთვიური ჯამაგირი დაუნიშნა, თან ბოდიში მოუხადა აქამდე ვერ გაქცევდით ყურადღებას ახლა მოგხედავთო, სამაგიეროდ რა ხდება დღეს? ლამის ტრადიციად იქცა, სპექტაკლის დამთავრების მერე ლამის აგინებენ ბიძინას და არა რუსულ კანონს იძახიან, დარწმუნებული ვარ 99 %-ს წაკითხულიც კი არა აქვს. არ ყოფილიყო ბიძინა როგორი ანშლაგები იქნებოდა გაყინულ დარბაზში დავინახავდი, ცოტა მადლიანები იქნებ ვიყოთ ა? თუ არ მოგწონს, რა არ მოგწონს ის მაინც თქვი ან გაჩუმდი მაინც“,- წერს ბუაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი