ლევან ნიკოლეიშვილი: საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ჭკუიდან გადაიყვანა „ნაცები" და არასამთავრობოები, გადაწყვიტეს, მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ, შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და ძალადობაზე გადავიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 01 მაისი 2024, 11:54

„ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო შეკრებამ აბსოლუტურად ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე "ნაცები", ცალკე არასამთავრობოები, რომლებმაც როგორც ჩანს გადაწყვიტეს ისეთი პროვოკაციები მოეწყოთ, რომ მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ. შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, როცა უკვე პარლამენტის შენობაში არავინ იმყოფებოდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ქუჩების და შენობების ბლოკირება, ასევე ბარიკადების აგება, აქციის დასასრულს კი, მთავარი რადიკალები გამოჩნდნენ, რომლებმაც გაწყვიტეს, რომ რამე ისეთი გაეკეთებინათ, რაც მინიმუმ მეორე დღეს სალაპარაკო თემა იქნებოდა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში მოგების იმედი, შესაბამისად, ცდილობენ დესტაბილიზაციის გზით შავი ფულის გადარჩენას.

„ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებამ აბსოლუტურად ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე ნაცები, ცალკე არასამთავრობოები, რომლებმაც როგორც ჩანს გაწყვიტეს ისეთი პროვოკაციები მოეწყოთ, რომ მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ. შესაბამისად რადიკალურ მოქმედებებზე, სამართალდამცავების შეურაცხყოფაზე და პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. როცა უკვე პარლამენტის შენობაში არავინ არ იმყოფებოდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ხან ქუჩებისა და ხანაც შენობების ბლოკირება, ბარიკადების აგება. როცა აქცია დასრულებულისკენ მიდიოდა მაშინ გამოჩნდნენ „სცენაზე“ მთავარი რადიკალები, რომლებმაც გაწყვიტეს, რომ რამე ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც მინიმუმ მეორე დღეს სალაპარაკო თემა იქნებოდა. ცოტა ხანში ხაბეიშვილი,რომელიც რაღაც ინტერვიუს იძლეოდა, უცბად მოტრიალდა და კისრისტეხით მარტო გავარდა პოლიციის კორდონის „დასაშლელად.“მოგვიანებით, ხაბეიშვილის საავადმყოფოში ხილვა შეიძლება ვიღაცას გაუხარდა, შეიძლება ვიღაცას ეწყინა კიდეც, მე კი ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ ეს არის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე? ეს პროვოკატორი? ეს იმდენადაც ვერ აზროვნებს, რომ ასეთი იაფფასიან დავალებას უსრულებს ვიღაცას? თუ შეგნებულად მარტო გაიქცა პოლიციის კორდონის დასაშლელად? მაშინ რის და ვისი ზემოქმედების ქვეშ იყო? დაიწყებენ ახლა ხავილს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გუშინ ... და გვანახებენ მის დალურჯებულ სახეს, ისე ელისაშვილიც მხიარულად იყო ანჯელინა ჯოლის ვგავარო, ესეც იძახის უფრო დამშვენებული გამოვალ საავადმყოფოდანო, მგონი რაღაც ფსიქიკურ გადახრებთან გვაქვს საქმე ოპოზიციაში. ერთი რამ უკვე ზუსტად ვიცი, ამ ოპოზიციურ პარტიებს არავითარ საარჩევნო პროგრამა არ გააჩნიათ, დარწმუნებით იციან რომ წააგებენ, ახლა კი არასამთავროების შემუშავებული გეგმით მოქმედებენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციაზე გათვლილი, მათი შავი ფული გადასარჩენად. ერთი კითხვა კი უცხოელებთანაც მაქვს, მართლა კარგად გაქვთ გათვლილი რომ ეს ხელისუფლება ამ ხაბეიშვილების ნაირებმა უნდა შეცვალონ? დარწმუნებულები ხართ რომ ეს გამოგივათ? და რომ არ გამოგივათ ბოდიშს მაინც თუ მოიხდით? ჩვენ კი ვიცით რის ფასად ვიცავთ თავს, ასე ვიყავით ყოველთვის მთელი ისტორიის მანძილზე, თქვენ რის ფასად გიღირთ საქართველოს დაკარგვა, პოლიციის კორდონში ძალით, თავის თავის გასალახად შევარდნილი ხაბეიშვილის ფასად? აშკარა, რომ უცხოეთში ვიღაცები უფრო პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციებს გულშემატკივრობენ, ვიდრე ასიათასობით გულანთებული ქართველების ნებასა და არჩევანს ! თუმცა ძალიან ცდებიან, ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!" - წერს ნიკოლეიშვილი .

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი