ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე-არა მგონია, ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 02 მაისი 2024, 12:04
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებისთვის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ეხმიანება,  რომელმაც განაცხადა, - დაანებეთ პარლამენტს თავი, ვნების კვირაა, არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი.

“არა მგონია, რომ ამ ქალბატონმა იცოდეს ვნების კვირა რას ნიშნავს, რასაც ვერ ვიტყვი ეშმაკზე, რომელსაც სავარაუდოდ, პირადად იცნობს და მასთან წილნაყარია, სხვანაირად რას მივაწეროთ მის ქცევები?! ისე, ვინც ეს ტექსტი დაუწერა, ცუდი არ იქნება თუ ურჩევს, მღვდელთან მივიდეს და აღსარება ჩააბაროს, ცხადია ავტომატურად ეს არ ნიშნავს, რომ მას აზიარებს, მაგრამ წინ ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს, რამაც ძალიან მცირედით შეიძლება მაინც შეუმსუბუქოს ის სასჯელები, რომლებიც მას ჯერ ამქვეყნიურ და მერე იმქვეყნიურ ცხოვრებაში ელოდება, იმ საქმეების გამო რასაც იმ სახელმწიფოს წინაშე ჩადის, რომლის დე ფაქტო პრეზიდენტიც ჯერ კიდევ გახლავთ.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი