ლევან ნიკოლეიშვილი იტალიის ვიცე-პრემიერს: იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ცუდად ვხდები! იმედი მაქვს, იტალიის ხელისუფლება პოლიციელებს ძალის გამოყენების ნებართვას არასდროს მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა მთელი იტალია გადაწვან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 02 მაისი 2024, 17:39

იტალიის ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა ცოტა გამაკვირვა თავისი განცხადებით: ძალიან კარგია, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ე.ი. ჩვენზე ღელავს, განიცდის, დასაფასებელია, მადლობა, ყოჩაღ! იქვე ამბობს, რომ გმობს დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას, მეც ვგმობ, ბატონო ანტონიო, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ვგმობ, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მან გამოთქვა იმედი, რომ იტალიის ხელისუფლება არასდროს მისცემს სამართალდამცავებს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის საშუალებას, თუნდაც მათ სულ დაანგრიონ და გადაწვან იტალია.

„იტალიის ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა ცოტა გამაკვირვა თავისი განცხადებით: ძალიან კარგია, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ე.ი. ჩვენზე ღელავს, განიცდის, დასაფასებელია, მადლობა, ყოჩაღ! იქვე ამბობს, რომ გმობს დემონსტრაციის დროს ძალის გამოყენებას, მეც ვგმობ ბატონო ანტონიო, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ვგმობ, იტალიაში რომ ვხედავ ძალის გამოყენებას, ხომ საერთოდ ცუდად ვხდები! ისე იმედი მაქვს, რომ ამიერიდან არასოდეს არ მოხდება იტალიის ხელისუფლების მიერ იმ ბრძანების გაცემა რაც პოლიციელებს ან კარაბინერებს ძალის გამოყენების ნებართვას მისცემს, თუნდაც დემონსტრანტებმა სულ დაანგრიონ და გადაწვან მთელი იტალია! ჩემი დაბნევა კი იმან გამოიწვია, რომ ბატონი ანტონიო ბოლოს აცხადებს, რომ იტალიის ხელისუფლება თურმე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა! აქ მართლა დავიბენი, მაინც მომხრეა თუ ქართველი პოლიციელები არეულობის დროს მართლწესრიგის დამყარებას გააგრძელებენ თუ მაშინ უფრო გააგრძელებს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას, როდესაც გააფთრებულ მომიტინგეები სახელმწიფო შენობების შენობების შტურმს და მტვრევა-ნგრევას გააგრძელებენ, ხოლო ჩვენი პოლიცია, არათუ რამეს მოიმოქმედებს, არამედ რომელიმე პოპულარული იტალიური სიმღერით გაამხნევებს მათ?!

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ასეთი წინადადებაც მაქვს, თუკი რომელიმე ქვეყანაში დემონსტრანტები, მომიტინგეები გადავლენ კანონის ზღვარს, დაიწყებენ მტვრევა-ნგრევას და პოლიცია გაბედავს და მათ დასაშოშმინებლად გამოიყენებს ძალას, ის ქვეყანა სასწრაფოდ უნდა გაირიცხოს ევროკავშირიდან, ხოლო მის მაგივრად მიღებული იქნას სხვა ქვეყანა, მაგალითად რომელიმე კორუმპირებული ყოფილი საბჭოთა ქვეყანა...“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი