დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 02 მაისი 2024, 18:24
რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! ალბათ რაღაც გამოგრჩათ შვილების აღზრდის, მათი გაქართველების მძიმე პროცესში. ძიძების მიერ გაზრდილი, „ბოლონიის" საგანმანათლებლო სისტემით განათლებული, უეკლესიოდ მცხოვრები, ხშირ შემთხვევაში განქორწინებული მშობლების პირობებში „გამოჩეკილი" თაობები, ადვილი ნადავლი გახდნენ ქართველების განსულიერებისა და გენმოდიფიცირებაზე მზრუნველი მონადირეების ხელში," - მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ მშობლებს, რომელთა შვილები ქუჩის აქციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის თავის სათქმელს ამ პოსტში ამბობს. 

„ამ დღეებში ძირითადად ერთ საერთო გულისტკივილზე მწერენ პირად მიმოწერაში ისეთ თემებზე, რომლებიც ან პროფესიონალი ფსიქოანალიტიკოსის, ან გამოცდილი მოძღვრის გასარჩევი საგანია. არც კომპეტენცია გამაჩნია და არც კადნიერება გაგცეთ პასუხი, თუმცა მესმის ეს ტკივილი: თქვენი შვილები "არარუსულკანონის" აქციებზე დადიან. მესმის, იმიტომ, რომ ჩემი უახლოესი ნათესავი იმავე დღეშია. 

რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! შვილგარდაცვლილი მამა ვარ, რომელმაც შევძელი და ოჯახური ფასეულობები ინდივიდუალურ, შესაძლოა, განსხვავებულ შეხედულებებზე მაღლა დავაყენე. ამ ერთსულოვნების გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ მარადიულ ფასეულობებში მომყვებით! მადლობა ჩემს უმცროს ვაჟს, რომელიც ამ დღეებში ბრიუსელში ეძებს საქართველოს EU-2030-ის პერსპექტივებს და „ბენდუქიძის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებული, უპირველეს ყოვლისა, თავის ქართველობას სცემს პატივს, პრინციპით „საქართველო უპირველეს ყოვლისა". 

რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! ალბათ რაღაც გამოგრჩათ შვილების აღზრდის, მათი გაქართველების მძიმე პროცესში. ძიძების მიერ გაზრდილი, „ბოლონიის" საგანმანათლებლო სისტემით განათლებული, უეკლესიოდ მცხოვრები, ხშირ შემთხვევაში განქორწინებული მშობლების პირობებში „გამოჩეკილი" თაობები, ადვილი ნადავლი გახდნენ ქართველების განსულიერებისა და გენმოდიფიცირებაზე მზრუნველი მონადირეების ხელში. 

ამ დღეებში გულწრფელად ეკითხები საკუთარ თავს: საბჭოთა კავშირში დაბადებულს, წარსულში რუსეთთან დაკავშირებულს, რომელსაც არც აწმყოში და არც მომავალში ჩრდილოელ მეზობელთან ვასალური, კოლონიალური ურთიერთობის მესამედ (!) დამყარების არანაირი სურვილი არ გამაჩნია, ამ თაობის გარკვეული ნაწილის დაინფიცირება, იყოს ვიღაცის მონა, ლაქია და მარიონეტი, საიდან გამოგვეპარა?

 ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ვცდილობთ მოვიპოვოთ ეკონომიკურად მსუყე, პოლიტიკურად მდგრადი და ევროპულად პერსპექტიული გარემო. ამავდროულად, თანმიმდევრულად ვუახლოვდებით სოხუმსა და ცხინვალს, მაგრამ, ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!!! 

დაქოქილი თუთიყუშებივით, უაზროდ, უინტელექტოდ, დაზომბირებულები, ჩლუნგები გაიძახიან ერთ და იმავე სტიგმატიზებულ ტექსტებს, რომლის მიღმა არც ინტელექტი, არც აზროვნება, არც ქართველობა, არც სარწმუნოება, უბრალოდ, არ იკითხება. ხვალინდელი დღე მათაც გაუთენდება, გენეტიკური აზროვნება ამ ფსკერსაც გახეთქავს და ყველა აზრზე მოვა. მაგრამ დღეს, თქვენ მშობლებო, ვისი შვილებიც სხვისი „კუკლავოდის" ხელში მარიონეტებად ჩააბარეთ, მე ნუღარ შემაწუხებთ. ჩემი სათქმელი გითხარით!" - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი