ზურაბ ქადაგიძე: გუშინ რომ იარაღი მიეცათ მომიტინგეებისთვის, როგორ გგონიათ არ გამოიყენებდნენ? ეს ყველაფერი კეთდება „შავი ფულით“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
431 02 მაისი 2024, 18:26

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გუშინ, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ აქცია დაფინანსებული და გარკვეული ძალების მიერ მართული იყო.

ქადაგიძისთვის მიუღებელია აქციის შეფასება, როგორც სპონტანურის. „გუშინ ვნახეთ თუ როგორ ექსტრემიზმთან გვაქვს საქმე,“ - აღნიშნა მან.

„იმის თქმა, რომ პარლამენტის წინ გუშინ გამართული აქცია სპონტანური იყო სასაცილოა. აქციის დაწყების მომენტიდან, დასრულებამდე პროცესი იყო მართული, ცეცხლის ანთებით, დროშების ფრიალით და შეძახილებით. ყველაფერი, რაც გუშინ აქციაზე მოხდა არის „კანვასის“ მეთოდი, რომელიც ასევე ეფუძნება აკერმანის მეთოდებს - ხდება სახელმწიფოს გამოწვევა და კონფრონტაციის მუხტის გამოყენება. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი აორგანიზებს აქციას, შემდეგ ორგანიზატორები ეცლებიან და ტოვებენ თითქოსდა მართულ ქაოსს. ყველაფერი ჩანს, ისე თითქოს ბუნებრივი პროცესია. ახალგაზრდები თუ შეძლებენ სამართალდამცავებთან კონფრონტაციას, ამის შემდეგ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები და ამბობენ ბავშვებს ხელს როგორ ურტყამთ! და სხვა. გუშინ ვნახეთ თუ როგორ ექსტრემიზმთან გვაქვს საქმე. ადამიანები ვინც იქ იყვნენ, დაწვავდნენ ყველაფერს და დაანგრევდნენ ქალაქს, ამის საშუალება თუ მიეცემოდათ.

30 წლის წინ სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით დატრიალდა საქართველოში ტრაგედია, მაშინაც პროცესები იყო მართული. გარედან დატრენინგებული, გადამზადებული ახალგაზრდები თითქოს ბუნებრივად ქმნიდნენ პროცესს და სწორედ მაშინ დაურიგეს თოფები, რომელიც შემდეგ ესროლეს ქვეყანას და დაანგრიეს.

გუშინ რომ იარაღი მიეცათ მათთვის, როგორ გგონიათ არ გამოიყენებდნენ. ეს ყველაფერი კეთდება „შავი ფულით“, არადა საზოგადოების გარკვეული ნაწილს აქვს კითხვა, სად არის ეს „შავი ფული“? საიდან მოგაქვთ ეს აბსურდი? სწორედ „შავი ფული“ იხარჯება ამ ყველაფერში. ხომ არ გონია ვინმეს, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის ერთი და ორი ლარი დაიხარჯა? გუშინდელი აქცია იყო დაფინანსებული, მართული პროცესი“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი