გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
463 03 მაისი 2024, 00:55

პარლამენტის უაზრო პიკეტირების შემდეგ, „ნაცსექტის“ იდეოლოგიური მეგზურობით, პროტესტის გამომხატველებმა გმირთა მოედნის გადაკეტვით ხელისუფლებას კი არ შეუქმნეს პრობლემა, არამედ საკუთარ თანამოქალაქეებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ერთის მხრივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვცხოვრობთ თვითმართალთა ეპოქაში. მეორეს მხრივ, გულის სიღრმეში, ეს ადამიანები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი და სურთ პოზიციონირება ან მისი განმტკიცება საზოგადოებაში, თუნდაც მათ ვიწრო გარემოცვაში ან სულაც მედიაში, არიან სხვის მიერ ოსტატურად დამორჩილებული, მეტწილად კომპლექსიანი და მშიშარა პერსონაჟები.


“პარლამენტის უაზრო პიკეტირების შემდეგ, ნაცსექტის იდეოლოგიური მეგზურობით, პროტესტის გამომხატველებმა გმირთა მოედნის გადაკეტვით ხელისუფლებას კი არ შეუქმნეს პრობლემა, არამედ საკუთარ თანამოქალაქეებს. ამ სამარცხვინო, არაფრისმომცემ აქციაში ნაცგობლინების გარდა რომ შეცდომაში შეყვანილნი, ჭკუათხელები, "შავი ფულის" არხების დამკარგავნი, რევანშისტები, სხვის ფეხის ხმას აყოლილები თუ მათზე ბულინგის განხორციელების პანიკურად მოშიშნი არიან, არაა გასაკვირი.

თუმცა, სუბიექტურად განვიხილავ რამდენიმე ტიპაჟს (ზოგი ცალკე კატეგორიაშია, ზოგში mix-ია) ამ სიგიჟეში მონაწილეობის კონტექსტში:

- გაუაზრებელი ახალგაზრდები, რომლებსაც უბრალოდ სურთ იყონ იქ, სადაც action-ია (მოქმედებაა). თუმცა, ასეთი პერსონაჟები არიან ყოველგვარი მტკიცე ერთგულების გარეშე.

- ღრმად ჩაბნელებული სულის მქონენი, რის გამოც ასეთებს "ყველაფერში დამნაშავე" ხელისუფლებაზე შურისძიება ამოძრავებთ. ზოგიერთ ასეთ ადამიანს არ შეუძლია ნორმალური სოციალიზაცია, შეიძლება თანდათან გადავიდეს ბოდვებში, ფანტაზიებში, თავი მიაჩნია სხვებზე უკეთესად და სამყარომ მის გარშემო უნდა იტრიალოს.

- თავშეკავებული ადამიანი, რომელიც დარწმუნებული არ არის საკუთარ ღირებულებაში, უარს ამბობს თავის ბუნებრივ ცხოვრებისეულ გამოხატულებაზე, მძიმედ შეფერხებულია საკუთარი გამოუხატავი შფოთვით, მაგრამ ოცნებობს მზრუნველ სოციუმზე, სადაც საბოლოოდ შეიძლება გაბედოს გათავისუფლება და გრძნობების გაცვლა სხვებთან.

- დამოუკიდებელი და რაციონალური თვალსაზრისის გამოუხატავი, რომელიც ნებდება ზეწოლას და ირაციონალურობას ემორჩილება. მედიაში, სოცქსელებში დეზინფორმაციით ნასვამი თავს იწონებს სოლიდარობის რეპეტიციურ გამოვლინებებში.ის თავს არიდებს მის უშუალო გამოწვევებსა და პრობლემებს. კონკრეტული ჯგუფი ხდება მისი ცხოვრების (დროებითი) თავშესაფარი. მას არ სჭირდება საკუთარ თავზე ფიქრი ან მოქმედება. იმისთვის, რომ მისი პოზიცია იყოს მისაღები, მან უნდა გაიზიაროს და ატირაჟიროს ამ ჯგუფის ნარატივები. მორალი ეფექტურად გადადის ამ ინდივიდის სინდისიდან მის ჯგუფზე.

ზოგიერთი ადამიანი, რომელიც შორსაა პოლიტიკური ელიტისგან, არის ზედმეტად უკომპრომისო (ან ექსცენტრიკული) რეალური გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებაში. მასთან დიალოგი და მშვიდი, კონსტრუქციული დისკუსია შეუძლებელია. სოციალურად არაადაპტირებულია და ამოძრავებს არსებული ღირებულებებისა და ფასეულობების, ხელისუფლების, მისი მომხრეების დაუოკებელი სიძულვილი და ავადმყოფური ამბიცია ამ ყველაფრის განადგურების, მათზე შურისძიების და დომინირების, რასაკვირველია, რევოლუციური სულისკვეთებით.

- აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. "რუსულ კანონს" და ვითომ "რუსულ რეჟიმს", თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან. ჯგუფის „გაიდლაინის“ შესაბამისად, „გააიდოლეს“ მაგალითად, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც მათი ცხოვრების აზრია, "წმინდა მცნებაა", რომელიც აერთიანებს მათ. იზოლაციისა და მარტოობის უბედურებისგან აღმდგარნი ისინი აცნობიერებენ საკუთარ თავს "უმაღლესი საქმისთვის" ბრძოლაში. ცოფიანი ძაღლებივით უყოყმანოდ ესხმიან თავს მათგან განსხვავებული აზრის მქონეთ, რომლებიც მათდა სამწუხაროდ, ამ ქვეყნის უმრავლესობაა.

ერთი მხრივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვცხოვრობთ თვითმართალთა ეპოქაში. მეორე მხრივ, გულის სიღრმეში, ეს ადამიანები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი და სურთ პოზიციონირება ან მისი განმტკიცება საზოგადოებაში, თუნდაც მათ ვიწრო გარემოცვაში ან სულაც მედიაში, არიან სხვის მიერ ოსტატურად დამორჩილებული, მეტწილად კომპლექსიანი და მშიშარა პერსონაჟები“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი