დავით ქართველიშვილი: მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ - ჩემთან ერთად თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 07 მაისი 2024, 11:02

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ მართულ აქციებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ამ ქვეყანას: მამულს, ენას, სარწმუნოებას, ვერ დაამარცხებენ - ეს გაუგონარი და წარუმატებელი მისია ჯერ არავის გამოსვლია.

„ნანუკა ჟორჟოლიანს კარგ იდეას ვაწვდი, კეზერას ფულით ნაყიდ აირწინაღებს უსასყიდლოდ გადავცემდი მის ისტორიულ სამშობლოს - ისრაელს. აქ ესენი არ გამოგადგებათ. ეს ფსიქოლოგიური ილეთები: „შევიძენთ ათი ათასობით აირწინაღს და ასი ათასობით პირბადეს“, - საკუთარი ძალების გამხნევებისთვისაც („აუუუ, რამდენი ვართ!“) არ გამოგადგებათ.

შეგიძლიათ რამდენიმე ასეული „აირუკანაღი“ შეიძინოთ ქოუჩებსა და პარტიუკული ბალადიკოებისთვის, XXXL ზომა - გივი თარგამაძისთვის, სახლიდან გაუსვლელად სითხეებს რომ ღვრის „გმირულად“. ბავშვებზე კი გავაგრძელებ ჯიუტად ლოცვას, რამეთუ „არა უწყიან, რასა იქმან“. მათი დაკარგვაც ფუფუნებაა ჩვენთვის. კეთილგონიერი ჯვარცმული ავაზაკის მსგავსად, მათ გადარჩენას ბოლო წამამდე არ უნდა შევეშვათ.

ხშირად მიფიქრია ლგბტ შვილების მშობელთა „ჯვარზე“. ხშირად ვფიქრობ ა.რ.კ. („არა რუსულ კანონს“) მოძრაობის მონაწილეთა დატანჯულ მშობლებზე. დღეს გ.ო.პ.-ნიკების მიერ მათი შვილები ა.რ.კ.-ანოიდებად ჰყავთ გამოყვანილი, მსგავსად ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი პოპულარული კომპიუტერული თამაშისა.

ოღონდ, ეს თამაში აღარაა. სულ რომ ერის უმეტესობა მცირედმორწმუნე და პანიკური შიშებით დასნეულებულ ნაწილს წარმოადგენდეს (და სამწუხაროდ ასეც არის) - ნანუკა ჟორჟოლიანის ლოგისტიკური შეკვეთების „მასშტაბი" სწორედ ამ სუსტ წერტილებზეა მიმართული. მაგრამ, ამჯერად, განსხვავებით 2003 წლის წარმატებული მცდელობისა, მათ არაფერი არ გამოუვათ.

არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გაჩნდა ჯანსაღი, მტკიცე, ღვთივ სათნო „გზავნილები" უფლისადმი, რამაც სრულ „საბრძოლო მზადყოფნაში" მოიყვანა ზეციური მხედრობა, რომელსაც დღეს აუჯანყდა საერთაშორისო „ლეგიონის" სრული შემადგენლობა. სააღდგომო უსუსური მცდელობა, ამ მხედრობის გაშარჟებისა თუ შეურაცხყოფის, პირიქით მუშაობს - მისი არა დასუსტების, არამედ, გაძლიერების კუთხით.

წინასააღდგომო სახარების წაკითხვისას, არაერთგზის შეგვახსენეს ქრისტეს ჯვარცმაზე პასუხისმგებლობის ამღები ერის საშინელი თვით წყევლა: „ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი“. საქართველო განსაკუთრებული „ორგანიზმია" დედამიწის ზურგზე. ის უფლისა და ღვთისმშობლის პირდაპირი მმართველობის ქვეშაა და თუ ხდება სინერგია, თუ ხდება თანხვედრა ზეციურ და მიწიერ ხელისუფალთა შორის - მტრისას! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას!

დღეს სიცრუეზე, ცილისწამებაზე, საგალობლების „ქავერებზე“, პატრიარქის გინებაზე თუ ხატების კარიკატურებაზე - საქართველოს „ჯვარცმას" კი არა, მის მკვდრეთით აღდგომას თუ მიაღწევთ, მსგავსად იმ ლაზარესი, რომელიც ასევე საქართველოს სიმბოლური განსახიერებაა. ასე რომ, საყვარელო მშობლებო, დანო და ძმანო - აირწინაღების შეძენის მაგივრად, ამ ქვეყნის სისხლს „თქვენზე და თქვენს შვილებზე“ უმძიმეს მემკვიდრეობად ნუ გადააქცევთ.

თქვენი შვილების ცბიერი „ქოუჩები“ პილატესეულად „ხელს დაიბანენ“ მხოლოდ და თავის მომაკვდავ კეისარს დაუბრუნდებიან. ამ ქვეყანას: მამულს, ენას, სარწმუნოებას, ვერ დაამარცხებენ - ეს გაუგონარი და წარუმატებელი მისია ჯერ არავის გამოსვლია. ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი