თამთა მეგრელიშვილი: ნატა ფერაძე გარეულა „მაიდანიზაციის“ მარაქაში - მიმდინარე აქციები არის მამხილებელი „აქტი“ ვის სურს ქართულ სახელმწიფოში არეულობა და ვინ ელოდება მსხვერპლს ახალგაზრდების რიგებიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
424 08 მაისი 2024, 14:20

„მიმდინარე აქციები არის მამხილებელი „აქტი“ ვის სურს ქართულ სახელმწიფოში არეულობა და ვინ ელოდება მსხვერპლს ახალგაზრდების რიგებიდან,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სააგენტო for.ge-ს მიერ მოპოვებულ მორიგ ექსკლუზიურ ჩანაწერზე, რომლშიც სააგენტოს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ და მოქალაქეთა დაშავების სცენარსაც განიხილავენ.

მეგრელიშვილი ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის კანონის პროექტმა უკვე მიღებამდე გამოააშკარავა ყველა ბნელი ძალა, კონკრეტული დაკვეთითა და მიზნით მოქმედი. ძალა, რომელსაც სურს "ორი გვამი" რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებით მიიღწევა.

„ნატა ფერაძე, უღმერთო არაფერი!!!!

გარეულა „მაიდანიზაციის“ მარაქაში, ამასაც ჩაუჩხრიალეს „30 ვერცხლი“ ამ სულ გაყიდულ ამაზრზენს.

მინაწერი: მიმდინარე აქციები არის მამხილებელი „აქტი“ ვის სურს ქართულ სახელმწიფოში არეულობა და ვინ ელოდება მსხვერპლს ახალგაზრდების რიგებიდან.

გამჭვირვალობის კანონის პროექტმა უკვე მიღებამდე გამოააშკარავა ყველა ბნელი ძალა, კონკრეტული დაკვეთითა და მიზნით მოქმედი.

ძალა, რომელსაც სურს „ორი გვამი“ რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებით მიიღწევა.

ახალგაზრდებო გაფრთხილდით!!!“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი