თამთა მეგრელიშვილი შსს-ს განცხადებაზე: კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული - ახალგაზრდებო, თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია და სხვათა მიერ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
408 09 მაისი 2024, 13:27

ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა იყოს დაცული.

მისი განცხადებით, ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს, ევროპული აღარაფერია და ახალგაზრდები ანტიქართული გეგმის შესასრულებლად გამოიყენებიან, შესაბამისად, ისინი უნდა დაფიქრდნენ, უღირთ თუ არა არასამთავრობო სექტორში დასაქმებულების ხელფასების დასაცავად ბრძოლა.

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 15 აპრილიდან დღემდე, მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული - სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან“.

კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა, ის უნდა იყოს დაცული!

ახალგაზრდებო, რომლებიც აქციაზე უშინაარსოდ დგახართ დაფიქრდით, გიღირთ კი არასამთავრობო სექტორში სხვათა ხელფასების დასაცავად ბრძოლა?! თქვენს ბრძოლაში ევროპული შინაარსი დაკარგულია, ევროპული არაფერია. თქვენ სხვათა მიერ საგანგებოდ დაგეგმილ ანტიქართულ გეგმას მიჰყვებით“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი