გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: ეს მიმართვა უნდა შეიგნოს ყველა საღად მოაზროვნემ, ვისაც არ უნდა, რომ ასოცირებული იყოს "ნაცრადიკალების" უბოროტეს, ტოტალიტარულ სექტასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
420 10 მაისი 2024, 12:33
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გულწრფელი ახალგაზრდებისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსის განცხადებით, გასაგებია, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას ასაკის გამო, ხელისუფლებასთან დაპირისპირება აქვს აკვიატებული, თუმცა, მომავალი თაობა რადიკალების მარიონეტებად არ უნდა იქცეს.

“პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ეს მიმართვა უნდა შეიგნოს ყველა საღად მოაზროვნემ, ვისაც არ უნდა რომ პირდაპირ თუ ირიბად ასოცირებული იყოს "ნაცრადიკალების" უბოროტეს, ტოტალიტარულ სექტასთან. 
გასაგებია, ზოგიერთ ახალგაზრდას, ასაკის გამო, ხელისუფლებასთან დაპირისპირების აკვიატება ამოძრავებს ხოლმე, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობა არ უნდა იქცეს ნაცრევანშისტების მარიონეტებად და ვერაგულად გამოსაყენებლებად.” - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი