მამუკა მდინარაძე: საზოგადოების შეურაცხყოფაა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს უზრუნველყოფილია წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 10 მაისი 2024, 18:45

რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უპასუხოდ დარჩა კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს.

მისივე თქმით, არსებობს მრავალი პარადოქსი, მათ შორის ის, რომ ოპონენტები, რომლებმაც რუსეთს ტერიტორიების ნაწილი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს, რუსებს ეძახიან ხალხს, რომელთა მმართველობის დროს გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

“რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! ასე დარჩა უპასუხოდ ჩემი წინა დღეების პოსტებიც და მთავარი კითხვაც: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გაუმჭვირვალობა - რუსული?!

პარადოქსები კი სხვებიც მრავლად გვაქვს:

1. პარადოქსი და საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დაწყების და ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გარანტორმა ადამიანებმა რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს იქნა უზრუნველყოფილი წარმატების აბსოლუტურად ყველა ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით!

2. აქციების პარალელურად გასაჯაროვდა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ნომრები, დაიწყეს რეკვები, შეურაცხმყოფელი მესიჯები (რაზეც ნაცებივით პანიკა და ტირილი არ აგვიტეხავს, ან შესაბამისად ვპასუხობდით, ან ვაიგნორებდით), საზოგადოებას აჩვენეს ვირთხული ძალადობის მაგალითები პარლამენტშივე, იძალადეს პოლიციელებზე პარლამენტს გარეთაც, იძალადეს ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, დაიწყეს ბულინგის ფაშისტური კამპანია - როცა ამ ყველაფერმა განვრცობა მათზეც ჰპოვა, ძალადობა, ბულინგი, მუქარა მხოლოდ მაშინ გახდა ცუდი, მანამდე საამაყო საქციელი და სამშობლოსთვის ბრძოლა იყო.

აქვე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ფიზიკურიც, ფსიქოლოგიურიც და ნებისმიერი სახის, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის! იმედი მაქვს შესაბამისი უწყებები დეტალურად გამოიძიებენ ნებისმიერ შემთხვევას და დამნაშავეებიც მკაცრად დაისჯებიან!

3. პარადოქსია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამერიკაში ის მხოლოდ სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან დაფინანსებას ეხება…
ამ განცხადებას თუ დავუჯერებთ, გიული ალასანია და ტელეკომპანია “ფორმულა” მთავრობის სახელით მოქმედი პირები ყოფილან.
სინამდვილეში კი, ამერიკული “ფარა” არა მხოლოდ სხვა მთავრობების, არამედ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ეხება!

4. გამჭვირვალობის კანონს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ, რომელ ქვეყნებსაც გაცილებით მკაცრი რეგულაციები ან კანონპროექტები აქვთ ამ სფეროს დასარეგულირებლად.

5. მეხუთე სიმბოლური და განსაკუთრებულად ცინიკური პარადოქსი - ნაცები და ნაცების ტელევიზიების თანამშრომლები “იმედის” თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ და მიმართავენ, არ გრცხვენიათ? სად მუშაობთო…” - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი