საქართველოში ვერ მოხდება, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 10 მაისი 2024, 21:48

საქართველოში ვერ მოხდება, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად. უპასუხოდ რჩება ეს ყველაფერი. არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ვერ და არ მოხდეს ეს ჩვენს ქვეყანაში. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ, უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ ეს კითხვები. ფერადი რევოლუციების ავტორებს სამზადისი დღეს ან გუშინ არ დაუწყიათ. უკრაინის მოვლენების ფონზე გვახსოვს, განუბაჟებელ ტვირთად საქართველოში შემოგორებულ სააკაშვილს ფეხდაფეხ შემოჰყვნენ რევოლუციის იდეოლოგები და დაიწყეს სხვადასხვა სახელწოდებით შეფუთული ე.წ. ტრენინგები, რომელთა მიზანი, რევოლუციის მოწყობის ორგანიზება გახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე - საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი
ენტონი ბლინკენი - ჩვენ უარვყოფთ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება
არქივი