ზაალ ანჯაფარიძე: საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის, მისი მხარდამჭერების და რესურსების კარგი რეკოგნოსცირება, ანუ ძალების დათვალიერება მოახერხა და ამ რესურსების გაფლანგვაშიც დაეხმარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
503 11 მაისი 2024, 15:29
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ოპოზიციის პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ექსპერტი განმარტავს, 2024 წლის ოქტომბრის კრიტიკული არჩევნების წინ, მმართველმა პარტიამ ოპოზიციის, მისი შიდა და გარე მხარდამჭერების და მათი რესურსები შეაფასა და ამ რესურსების გაფლანგვაშიც კი დაეხმარა ოპონენტებს. "სამხედრო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, კრიტიკული საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის, მისი შიდა თუ გარე მხარდამჭერების და მათი რესურსების კარგი რეკოგნოსცირება - ანუ ძალების დათვალიერება მოახერხა. უფრო მეტიც, ამ რესურსების გაფლანგვაშიც დაეხმარა." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი