ედიშერ გვენეტაძე უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეზე: ცოლ-ქმარი აშანტაჟებდა ადამიანებს და განსაკუთრებით იმათ, ვინც თავიდან მტკიცედ იდგა ქართულ პოზიციაზე - ეს არის უზნეო, ყველაფრის მკადრებელი და გაკოტრებული „ნაცმოძრაობის“ ხელწერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 11 მაისი 2024, 15:54

სად არიან ახლა ის „დემოკრატები“, რომლებიც ე.წ. სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძეს თითქოსდა მისი „სათამაშო“ იარაღებით გართობის დაპატიმრების გამო პოლიტპატიმრად აცხადებდნენ!, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე შს სამინისტროს მიერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ განიზრახეს სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ბინიდან კი ამოღებულია პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები.

გვენეტაძის განცხადებით, ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა. მისი თქმით, სახეზე გვაქვს პოლიტიკურ პატიმრად შერაცხილი იარაღის არსენალის მქონე კიბერ-ტერორისტების საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და აუცილებელია დამკვეთის გამოვლენა.

„სად არიან ახლა ის „დემოკრატები“, რომლებიც ე.წ. სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძეს თითქოსდა მისი „სათამაშო“ იარაღებით გართობის დაპატიმრების გამო პოლიტპატიმრად აცხადებდნენ! თურმე, ნუ იტყვით და ეს „პატალა-პატალა“ ბიჭი და მისი ცოლი ყოვლად უხამსი, ურჯუკული ფორმებითა და ხერხებით, რა თქმა უნდა, სათანადო თანხის პატრონებისაგან მიღების სანაცვლოდ ადამიანებს უკანონოდ უღებდნენ ინტიმური ხასიათის ვიდეოებს! შემდეგ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ გავრცელებით!

აქ ერთი რამ უდავო და მკაფიოდ ნათელია! სახელდობრ, ეს არის უზნეო, გათახსირებული, ყველაფრის მკადრებელი (და ეს რომ ასეა წუხელის პრემიერთან პრესკონფერენციის დროს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, საკუთარი ბაგეებით დაადასტურა ერთ-ერთმა მათმა რუპორმა) და გაკოტრებული პოლიტიკური ძალის "ნაცმოძრაობის" ხელწერა!
უფრო მეტიც, როგორც ირკვევა ცოლ-ქმარი ფლობდა შეიარაღებას აშანტაჟებდნენ ადამიანებს და განსაკუთრებით იმათ ვინც თავიდან მტკიცედ იდგა ქართულ პოზიციაზე, ხოლო მათი შანტაჟის, შემდეგ მოულოდნელად აყვირდნენ „არა რუსულ კანონს!“.

აი, ესაა სინამდვილეში სამშობლოსათვის „გულანთებული“ უჩა აბაშიძისა და ძვირფასი მეუღლის „მოღვაწეობა!“, ანუ სახეზე გვაქვს პოლიტიკურ პატიმრად შერაცხილი შეიარაღებული არსენალის მქონე კიბერ-ტერორისტების საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული სამწუხარო ოდისეა!

აუცილებელია, დამკვეთების გამოვლენა, რაც აუცილებლად უნდა გააკეთონ ჩვენმა სამართალდამცველებმა!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი