ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის საქმეზე: კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ - ნაცზე უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
374 11 მაისი 2024, 16:01

ნაცი უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი!!! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა - უჩასმაგვარებმა და მისმა “გამპრავებლებმა”!!!! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეს ეხმიანება.

წილოსანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ.

„ნაცი უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდევ ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი!!! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა - უჩასმაგვარებმა და მისმა “გამპრავებლებმა”!

კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?!

და რეაქციები? შსს დაგვემუქრა, კადრებს გამოგიქვეყნებთო - ეს მართლა ამაზრზენი ხალხი, რას კადრულობენ!!
ნაცზე უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს. დამნაშავეების და უგარყვნილესი არსებების თავშესაფარია მართლა“, - წერს წილოსანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი