ვატო შაქარიშვილი უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეზე: „სათამაშო“ იარაღები გავიარეთ, ახლა რას იტყვით? უჩა სულ თამაშ-თამაშში, ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
424 11 მაისი 2024, 16:22

საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათი კოლექტიური სახე მეგის ქარდავაა.

შაქარიშვილის თქმით, აბაშიძე "ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა."

„გინდათ, რომ ამ ავადმყოფებს ამოვატრიალებინოთ ქვეყანა?! მეგის ქარდავა არსად წასულა! ხომ ვამბობდით, ამათი კოლექტიური სახე და სახელი მეგის ქარდავაა! ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს ახმარინებდა და ამას ფარულად იწერდნენ ვიდეოზე!
“სათამაშო” იარაღები გავიარეთ, ახლა რას იტყვით? უჩა სულ თამაშ-თამაშში, ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა?!!!" - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას, ბინიდან ამოღებულია პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები.

ბლოგერი უჩა აბაშიძე, 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი