დიმიტრი ხუნდაძე: არა რუსულ კანონს - ქართული კანონით მალე ყველაფერი ნათელი გახდება და დასავლური ტიპის გამჭვირვალობა საქართველოშიც წესად იქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
416 12 მაისი 2024, 16:02
ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და აქციებს ეხმაურება. 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის ქართული კანონი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმართლეს, მყისიერად გაიოლდება „შავისა და თეთრის" ერთმანეთისგან გარჩევა.

„არ შეიძლება სამშობლოს იმ გადმოსახედიდან მივუდგეთ, ვინ სად მუშაობს და ვინ სად ცხოვრობს, ან ვინმეზე გაბრაზებულმა შეარჩიონ დღეს მხარე.

მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესშია ქვეყანაც და საზოგადოებაც. ცუდი ისაა, რომ სოციალურ ქსელში ხშირად იკითხება უპასუხისმგებლობა, უშინაარსობა და წაუკითხაობა. ქუჩაში  უმცირესობის პოზიცია სურთ დომინანტად აქციონ. 

ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი და ჭარბი გულწრფელობით ქვეყანას უნებლიედ არყევენ. 

ევროპელობის ძახილი დღეს კარგი „მოსასხამია" და რუსეთუმეობის სხვაზე დაბრალება - ბრძოლის მთავარი იარაღი, „სამშობლოს გადასარჩენად". არადა, დღეს, რეალურად, არც ანტიევროპულობის პრობლემაა ქვეყანაში და არც - რუსეთუმეობის.

„შავი ფულის" გამო დარიეს ერთმანეთს საზოგადოება და ახლობლებიც კი, იმის გამო, რომ ჩვენი, ყველას საერთო სამშობლო ვიღაცამ გარედან სწორედ ამ ფულით მართოს.

როცა ქვეყანაში გამჭვირვალობის ქართული კანონი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმართლეს, მყისიერად გაიოლდება „შავისა და თეთრის" ერთმანეთისგან გარჩევა. სწორედ ამის შიში აქვთ დღეს და არ სურთ ხალხმა თავის თვალით იხილოს რეალობა, თუმცა ეს გარდუვალია და ამას ვერავინ შეაჩერებს.

არა რუსულ კანონს. ქართულით მალე ყველაფერი ნათელი გახდება და დასავლური ტიპის გამჭვირვალობა საქართველოშიც წესად იქცევა,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი