დავით ქართველიშვილი: ვუყურებ აქციაზე მყოფ ერთ ცნობად ქალბატონს, რომელიც მე მიხსნის თავის წუხილზე ახალგაზრდა თაობაზე! მისი ბარიგა ქმარი ჩემი დანაყოფის ბიჭების მიერ იქნა დაპატიმრებული თავის დროზე, დღეს კი მოზარდებზე წუხს ეს ქალბატონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 13 მაისი 2024, 10:05
რა ნამუსით უნდა ამოიღო ხმა "ბავშვების ბედზე", როდესაც 15-16 წლის მოზარდების მშობლებს არწმუნებდით, "ჯობია ტრუხას გაკეთებას, რომელსაც ისედაც იკეთებენ, ჩვენი ჩამოტანილი მაღალი ხარისხის გაიკეთონო“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ამით ქართველიშვილი, როგორც თავად ამბობს, საპროტესტო აქციების მონაწილე ერთ-ერთი ცნობადი ქალბატონის გამოჩენას ეხმაურება, რომლის ქმარიც, ქართველიშვილის თქმით, ცნობილი „ბარიგაა“. 

„ვუყურებ აქციაზე მყოფ ერთ ცნობად ქალბატონს, რომელიც მე მიხსნის თავის წუხილზე ახალგაზრდა თაობაზე! მიხსნის წარსულში (ღმერთმა ქნას) იმ ელიტარული ნარკოტიკების ბარიგის ცოლი, რომელიც თავის საახლობლო წრის "ქლაბერ" არასრულწლოვან ბავშვებს ამარაგებდა ნარკოტიკებით! ეს ბარიგა ჩემი დანაყოფის ბიჭების მიერ იქნა დაპატიმრებული თავის დროზე. მის საქმეში თითოეული ოპერატიული დოკუმენტი ჩემი ხელმოწერითაა და ზეპირად ვიცი, რასაც ვიძახი!!! 
რა ნამუსით უნდა ამოიღო ხმა "ბავშვების ბედზე", როდესაც 15-16 წლის მოზარდების მშობლებს არწმუნებდით, "ჯობია ტრუხას გაკეთებას, რომელსაც ისედაც იკეთებენ, ჩვენი ჩამოტანილი მაღალი ხარისხის გაიკეთონო". ამას ეუბნებოდნენ ამ ბავშვების თავის ძმაკაც/დაქალ მშობლებს. მაგრამ, რად გინდა ნამუსი ან სინდისი - ისინი პირველები იყვნენ, ვინც მის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. ამას აღარც "სტოკჰოლმის სინდრომი" ჰქვია - ეს უკვე ზნეობრივი ზედაცემაა!“ - წერს ქართველიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი