თამთა მეგრელიშვილი: ქართულ ოპოზიციას ეშინია 2024 წლის არჩევნების, ამიტომ ის ემზადება ფერადი რევოლუციისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 14 მაისი 2024, 16:39

მიზეზებზე, თუ რატომ ეშინია რადიკალურ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს. როგორც იგი ვრცელ პოსტში აღნიშნავს, მისი მოსაზრებები ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს.

თამთა მეგრელიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ „ახალგაზრდული ბუნტების" თეორია კარგად ნაცადი მეთოდია ფერადი რევოლუციების ისტორიაში და ამაშიც რადიკალებს წინა ხაზზე ახალგაზრდობა გამოჰყავს.

„ქართულ ოპოზიციას ეშინია 2024 წლის არჩევნების, ამიტომ ის ემზადება ფერადი რევოლუციისათვის! ეს უბრალო მოსაზრება არ არის, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში აქ, ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტებით დარწმუნდებით. მაშ ასე დავიწყეთ - რა ეტაპებსა და „შეიარაღების სისტემებს“ გულისხმობს ფერადი რევოლუციები?

1.ანალიტიკური ცენტრების შექმნა. ფერადი რევოლუციის მოსახდენად ხდება სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება. ასევე მიდის მუშაობა პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების მეთოდიკებზე.

2.მეხუთე კოლონის ფორმირება. სხვადასხვა ფონდის გრანტებით ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიზანი არსებული ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობების ფორმირებაა, სიტუაციის არევა და გადატრიალებისათვის ნიადაგის შემზადებაა.

2.1 ხდება ოპოზიციის ლიდერების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მომზადება.

2.2მიდის „პროგრესულ" ახალგაზრდებთან მუშაობა და საბრძოლო ჯგუფების მომზადება. აქტიური პროპაგანდა-აგიტაცია სტუდენტური ორგანიზაციების, მედია გამოცემების,ლექტორთა კორპუსის საშუალებით. ახალგაზრდების გადამზადება ხდება სათანადო წესით, რათა მათ ადვილად შეძლონ სამართალდამცავებთან დაპირისპირება, მომიტინგეთა აჟიტირება- პროვოცირება სამთავრობო შენობების დაკავებისათვის. სახელმწიფოში დესტრუქციულთა მთავარი მიზანია შექმნან და გამოიყენონ ფსიქიკური იარაღი - „ამბოხებულების ისტერია". აუცილებელია ქალებისა და ბავშვების ჩართვა პროტესტში.(ბრგე ვაჟკაცები როცა მიათრევენ მოტირალ ქალებსა და ბავშვებს) ამას ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს.

3.მძლავრი საპროტესტო პროპაგანდა. ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფი მედია ქმნის პოლიტიკურ დაძაბულობას, პოლარიზაციას, ცდილობს მოსახლეობის ემოციებზე თამაშს. ამ დროს საგანგებოდ იქმნება ლოზუნგი/ სლოგანო და მიეწოდება აუდიტორიას. მაგალითად: „არა რუსულ კანონს"! ხდება გარკვეულ მასაში ამ სლოგანისადმი ნდობის ჩანერგვა და მიყვებიან პრინციპს, რომ „ნდობაა საჭირო, ადამიანებით მანიპულირებისათვის" რაც ამარტივებს ადამიანების მიერ სლოგანის შინაარსის მიღებას. ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ და სხვა მეთოდებით მოქმედებს ოპოზიცია და სლოგანთან ერთად - „არა რუსულ კანონს" ცდილობენ შემოაგდონ პროტესტში ახალი შინაარსი - „ხალხს სურს რეჟიმის დამხობა".

4.მნიშვნელოვანია მასობრივი დემონსტრაციები და საკვანძო ადგილების ოკუპირება. ცნობილი ფიგურების დევნა შევიწროება, არაპოპულარული გეოპოლიტიკური ორიენტაციის დაბრალება და სხვა. აქციაზე მისული უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვებით, ეკიპირებით, ხშირად ნარკოტიკებით. უნდა მოხდეს სცენაზე არტისტების მოწვევა და აგიტატორების მხოლოდ პერიოდული გამოსვლა.

5.ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის გარედან მხარდაჭერა. ხდება ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა მედიის, უცხოელი პოლიტიკოსების, დიპლომატების განცხადებების საშუალებით. არსებობს სათანადო ტაქტიკური ხრიკები, რაც მოიცავს აქტუალურ ლოზუნგებს, მათ რეგულარულ გამეორებას, პოპულარული სახეების (მსახიობების, მომღერლების, სპორტის წარმომადგენლების, ექიმების და სხვა) ემოციურ მიმართვებს, ქალების/ ახალგაზრდა გოგონების წინა პლანზე წამოწევას, პოლიციის საკუთარ მხარეზე გადმობირებისათვის მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებას. მაგალითად: ყვავილების ჩუქება კარგი ჟესტია, დიდი ეფექტი აქვს ემოციურად. ასევე მნიშვნელოვანია გზების, მაგისტრალების გადაკეტვა ბევრ სხვადასხვა ადგილას. ლოცვა, ცეკვა, მდუმარედ დგომა, ან ხმაური მასებზე ეფექტის მოხდენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იარაღია.

ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვიცი, თქვენც ჩემსავით მთელი სიცხადით გაშიფრეთ ოპოზიციის გეგმა და შეაფასეთ გეგმის ზედმიწევნითი თანმიმდევრულობა. და მაინც, ბოლოს დავასრულებ აკერმანის სიტყვებით: „შესაძლოა ახალგაზრდული მოძრაობები უფრო ეფექტური აღმოჩნდეს არასასურველი მთავრობების მოსაშორებლად,ვიდრე ამერიკის სამხედრო ძლიერება".

„ახალგაზრდული ბუნტების" თეორია კარგად ნაცადი მეთოდია ფერადი რევოლუციების ისტორიაში, სწორედ ამის მიღწევა სურთ ქართულ სახელმწიფოში აკერმანისეული მეთოდით გადამზადებულ დესტრუქციულად მოქმედ ძალებს, რომლებმაც ამ ბრძოლაშიც წინ აიფარეს ისევ ახალგაზრდობა,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი