დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 16 მაისი 2024, 20:46
ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე - ის, გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს საპროტესტო აქციაზე ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში იქნება ნახსენები. 

„აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ოფიციანტი და მერიქიფე ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე. ამას რა დავარქვა, უკვე მართლა მიჭირს. გენერალ ჩაბანთან ერთად, ხელმძღვანელობდა ფოთის პორტიდან რუსეთისკენ მიმავალი გემების დატვირთვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტექნიკით. ერთი მოძრაობა, ერთი მცდელობა გენერალ ჩაბანის ლიკვიდაციის თვალსაზრისით და დღეს ზაზა გოროზია გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას, გიორგი ანწუხელიძის და შინდისის გმირების გვერდში გვეყოლებოდა ნახსენები, მაგრამ, დღეს აქ არის, კარგად გამოიყურება და "არარუსულ კანონს" ბღავის!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი