ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ და გამზადებული პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 17 მაისი 2024, 16:36
უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რელიგია შეგიგინა, სახელმწიფო სუვერენიტეტი დაგიცინა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა ე.წ იმ პოლიტიკური უმცირესობიდან ვინც პროტესტს გამოთქვამდა და თავმოყვარეობა მაინც შეაწუხებდა. სამაგიეროდ დგანან და ოჯახის სიწმინდის დღეს დასცინიან, აქილიკებენ, აბსოლუტურ უმრავლესობას ხალხისას, ბნელებს და რუსებს ეძახიან!  - ასე ეხმიანება ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს“, რომელმაც, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“ უწოდა.

ქადაგიძის თქმით, დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ და გამზადებული პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის.

„ეს უკვე დიაგნოზია!
დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ, აბა რა ხარ?!
უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რელიგია შეგიგინა, სახელმწიფო სუვერენიტეტი დაგიცინა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა ე.წ იმ პოლიტიკური უმცირესობიდან ვინც პროტესტს გამოთქვამდა და თავმოყვარეობა მაინც შეაწუხებდა. სამაგიეროდ დგანან და ოჯახის სიწმინდის დღეს დასცინიან, აქილიკებენ, აბსოლუტურ უმრავლესობას ხალხისას, ბნელებს და რუსებს ეძახიან!
ეს უკვე დიაგნოზია, თქვენ აღარაფერი გეშველებათ და გამზადებული ხართ პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის.
იცით, რა გამოიწვიეთ პოლიტიკურმა უმცირესობამ დაპირისპირებით, შეურაცხყოფითა და საზოგადოების ლანძღვით?
ის მიძინებული ქართველი გააღვიძეთ, ვინც ინერტულია აქტიური პოლიტიკის მიმართ და განსაკუთრებულ მომენტამდე არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
ჰო და ეს განსაკუთრებული დრო, თქვენ მოიყვანეთ, როდესაც დაუპირისპირდით სახელმწიფოს, სარწმუნოებას, პატრიარქს, ოჯახსა და ქართულ იდენტობას.
რაც დათესეთ, იმას მოიმკით შემოდგომაზე და არავის გაუყოთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი