ლევან ნიკოლეიშვილი: ოჯახის სიწმინდის მომხრეებს რომ პრორუსების მსვლელობას დაუძახებ, მარტო დამკვეთებს კი არ აქვს პრობლემა, არამედ, ე.წ. ჟურნალისტსაც - მრევლი, სამღვდელოება და ეკლესია რომ გეზიზღებათ, ცხადია, მაგრამ თქვენ ოჯახებში არ იზრდებოდით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
415 17 მაისი 2024, 17:25
მორწმუნეებს და ოჯახის სიწმინდის მომხრეებს რომ პრორუსების მსვლელობას დაუძახებ, მარტო დამკვეთებს კი არა აქვს პრობლემა, არამედ ე.წ. ჟურნალისტსაც, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, "ტვ პირველის" მიერ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობისთვის "პრორუსების მსვლელობის" წოდებას.

მისი თქმით, ცხადია, რომ იმ ადამიანებს, ვინც მსვლელობაში მონაწილეებს პრორუსი უწოდა, ეზიზღებათ ეკლესია, სამღვდელოება და მრევლიც.

"მორწმუნეებს და ოჯახის სიწმინდის მომხრეებს რომ პრორუსების მსვლელობას დაუძახებ, მარტო დამკვეთებს კი არა აქვს პრობლემა, არამედ, ე.წ. ჟურნალისტსაც. ღმერთის არ გწამთ, მრევლი, სამღვდელოება, ბერ-მონაზვნები, პატრიარქი და ეკლესია რომ გეზიზღებათ, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ თქვენ  ოჯახებში არ იზრდებოდით? თვითონ როგორ ჩაისახეთ და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, კაცის და კაცის თუ  ქალის და ქალი ქორწინების შედეგად? აბა, დანარჩენი სხვა  "შემთხვევა" და ოჯახის სიწმინდის მიმართ პატივისცემის გამოხატვაც  რუსული გგონიათ..." - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი