დავით ქართველიშვილი: სამხრეთ კავკასიის გლობალურ ხანძარში ჩათრეული საქართველო, გადარჩება თუ არ გადარჩება, ვიღაცამ ამაზე ხომ უნდა იფიქროს - დღეს ქუჩაში გამოვიდა მოსახლეობის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ამაზე ფიქრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 17 მაისი 2024, 18:18
გლობალური ომის პარტიის მიზნებში პირდაპირ შედის საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, იქიდან რუსეთის დასუსტება და მისი პარალიზება შავ ზღვაზე,” -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა ისაუბრა გლობალური ომის პარტიის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე. 

დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შემთხვევითი არ არის ესკალაციის კერების ჩამოყალიბება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ საქართველო არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას ქვეყანაში მშვიდობას. 

„ხალხის ძალა“ ორი წელია საუბრობს და ყველას ჰგონია, რომ რაღაც სისულელეს ვლაპარაკობთ - გლობალური ომის პარტიის მიზნებში პირდაპირ შედის საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება, იქიდან რუსეთის დასუსტება და მისი პარალიზება შავ ზღვაზე. ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ რუსეთთან ამ ბრძოლის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ამ გლობალურ ხანძარში ჩათრეული საქართველო, გადარჩება თუ არ გადარჩება, ვიღაცამ ამაზე ხომ უნდა იფიქროს.

დღეს, სხვათა შორის, ქუჩაში გამოვიდა მოსახლეობის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ამაზე ფიქრობს, რომელსაც რეალურად სურს თავისი შვილების, ბავშვების და შვილიშვილების ხვალინდელი მშვიდობიანი დღე. 

4 წელიწადია, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემთხვევითი დამთხვევა არ არის ამ პროცესების ესკალაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში - ჩვენ ხომ ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ არ დავუშვებთ ესკალაციას, იმიტომ, რომ საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი ლოკალური მშვიდობა და გლობალური მშვიდობა, რასაც მართლა მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჰქვია. ამიტომ, ნურავის ექნება ილუზია, რომ ისინი თავის გეგმებს აქ განახორციელებენ. აქ სულ სხვა ქვეყანაა და სულ სხვა მოცემულობაა," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი