სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 18 მაისი 2024, 23:55
"ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ თქვენის ნებართვით. ასევე მივიღებ განსხვავებულ თქვენს აზრებს. 
ასევე მოდი ჰაერზე სიტყვებით არ ვილაპარაკოთ.
ფაქტებით ვიმსჯელოთ," - წერს ფეისბუქ მომხმარებელი ბესო ხუროძე.

"ფაქტია - ევროპისკენ გეზი გვაქვს! ეს დასტურდება ასოცირების ხელშეკრულებით, ვიზალიბერალიზაციით, უკვე კანდიდატის სტატუსით.  შენ თუ დამოუკიდებლობა და თავისუფლება გინდა, პირველ რიგში უფლებას არ უნდა აძლევდე უცხო ქვეყნებს, ეს იქნება რუსეთი თუ ამერიკა თუ ვინც არ უნდა იყოს!! შენ პოლიტიკურ დღის წესრიგში ერეოდეს. 
ქვეყნის პოლიტიკა არ უნდა იმართებოდეს ქვეყნის გარედან ეს აზიანებს ზუსტად ჩვენ იდენტობას. არ გვინდა არა გაიგეთ არც რუსული და არც ამერიკული ძალების ინტერესების გატარება ხდებოდეს, თან ისე ირიცხებოდეს გრანტები, რომლის დეკლარირება კანონით არ ხდებოდეს! დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ა   ეს მინდა მე პირადად! 
ეს არის ნამდვილი ქართული კანონი !!  
დემოკრატიას ხელს არანაირად არ უშლის! რადგან არასამთავრობოების საქმიანობას ეს კანონი არ ზღუდავს, მხოლოდ დეკლარაციის წარდგენის და გრანტების მიზნობრიობის საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება ეკისრებათ. იმ ფრაზებს ვინც იყენებთ, რომ კანონის მიღების შემდეგ ჩაამატებენ , გაამკაცრებენ , დემოკრატიისგან გადაუხვევენ,  ეს პროცედურებიც მსგავსად გაწელილია , ნებისმიერი მუხლის ჩასწორება ან  ჩამატება ითვალისწინებს დროში გაწელილ პროცესებს , ამ დროს მეც აქციაზე მნახავთ : ) 
წაიკითხეთ თქვენით კანონი და ნუ აძლევთ საშუალებას თქვენით იმანიპულირონ! არავის არ უნდა რომ გავხდეთ სუვერენული ქვეყანა გარე ძალებს ვგულისხმობ! აღარ გვინდა უცხო ქვეყნებიდან ხდებოდეს პოლიტიკაში ჩარევა ისე , რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებაც არ ქონდეთ და არავინ არ იცოდეს ვინ ვის ინტერესებს ატარებს.  და ამას ნათლად დავინახავთ ქართველები! 
ეს არის ნამდვილი ქართული კანონი. აქციაზე მყოფი ახალგაზრდები რას აპროტესტებენ? გამჭირვალობას? მოითხოვენ გაუთვიცნობიერებულად რომ უნდათ გაუმჭირვალობა ისევ და ყველა გარე ქვეყანა უნდა ერეოდეს თურმე ჩვენ პოლიტიკაში. 
წაიკითხეთ კანონი და მიხვდებით თქვენით. არ მიცეთ უფლება არაობიექტურ პარტიულ ტელევიზიებს მოგატყუონ! თქვენი გრძნობებით იმანიპულირონ!  ეს კანონი რუსულ კანონთან არაფერ შუაშია, რადგან რუსეთში ხელისუფლებას უფლება აქვს შეზღუდოს არასამთავრობოების საქმიანობა, ასევე ვრცელდება სისხლის სამართლის საქმე, ასევე ამერიკაშიც ჩვენ კანონზე ბევრად  მკაცრი აქვთ  მიღებული.
 სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ!  
არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. მადლობა. მივიღებ თქვენგან ყველანაირ აზრს," - წერს ბესო ხუროძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი