დავით ქართველიშვილი: ურჩი, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული, მართლმადიდებელი ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის" გეგმებს ეწინააღმდეგება, მიზნების განხორციელებას ხელს უშლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
384 20 მაისი 2024, 11:12
გლობალური ომის პარტიის", ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელთ არსებული საერთაშორისო ხელისუფლებები, მთავრობები, სამხედრო პოტენციალი, ადგილობრივ დონეზე - აგენტები, მარიონეტები, ლაქიები. ჩვენი ძალები და საშუალებები: ქართველი ხალხის უმრავლესობა, მოქმედი ეროვნული ხელისუფლება, ჩვენი დედა-ეკლესია, წინაპართა გენეტიკური მემკვიდრეობა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესში შედის საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლება მარიონეტული და მორჩილი მთავრობით.

„ფარსი და სპექტაკლი სახელწოდებით, „არარუსულკანონს" საერთაშორისო დონეზეც დასრულებულად ცხადდება. ევროკავშირის დონეზე - ზოგადად, საფრანგეთის დონეზე - კერძოდ. გამორიცხულია ბრიუსელში, პარიზში და თბილისში ერთნაირი, იდენტური „საკვანძო საკითხი" განსხვავებულ გეოგრაფიულ აღქმებს განეკუთვნებოდეს - ზოგან ევროპული იყოს, ზოგან „რუსული". საქართველოსთვის განკუთვნილი „თეატრალური დადგმის" სცენაზე ფარდა ჩამოხსნილია და "არა რუსულ მთავრობას" სლოგანი იღებს ესტაფეტას. 

ანუ, პიესა იძენს თავის ერთადერთ და თავშივე განკუთვნილ შინაარსს: ურჩი, დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული, მართლმადიდებელი ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის" გეგმებს ეწინააღმდეგება, მიზნების განხორციელებას ხელს უშლის. ამიტომ, ჩანაცვლებული უნდა იქნას მარიონეტული, მორჩილი მთავრობით. მათ ტაქტიკურ და სტრატეგიულ მიზნებსა და გეგმებში შედის: საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმის რეინკარნაცია, ქართველების ცნობიერებიდან სოხუმისა და ცხინვალის რეინტეგრაციის იდეის ამოძირკვა, რუსეთის პროვოცირება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების გაჩაღების მიმართულებით. 

აქედან გამომდინარე "არასწორ" ქართველებზე გამანადგურებელი დარტყმის მიყენებისა და მათი გენმოდიფიცირებული "ქართველებით" ჩანაცვლების მიზნით. მათი ძალები და საშუალებები: "გლობალური ომის პარტიის", ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელთ არსებული საერთაშორისო ხელისუფლებები, მთავრობები, სამხედრო პოტენციალი, ადგილობრივ დონეზე - აგენტები, მარიონეტები, ლაქიები. ჩვენი ძალები და საშუალებები: ქართველი ხალხის უმრავლესობა, მოქმედი ეროვნული ხელისუფლება, ჩვენი დედა-ეკლესია, წინაპართა გენეტიკური მემკვიდრეობა, ზეციური საქართველოს ასობით ათასობით წმიდათა დასი, ღვთისმშობელი და უფალი ჩვენი - იესო ქრისტე“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი