დავით ქართველიშვილი: ჩვენს რევოლუციონერებს ვინმემ აუხსნას, რომ მათ მიერ დახატული სურათი, რომლის თანახმად კაპიტოლიუმის ბორცვებზე მზე საქართველოზე ფიქრით ამოდის და ჩადის, „ოდნავ" გადაჭარბებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 20 მაისი 2024, 23:23
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. 

მისი თქმით, ყველაზე პანიკურ და კატასტროფულ სცენარს 240-მილიარდიანი აქტივების მქონე ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამაარსებელი რეი დალიო ხატავს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში სამოქალაქო ომის დაწყების ალბათობა ამერიკაში 35-40%-ს შეადგენს.

„რეიტინგში: „ვისთვის სცალია ამჟამად ამერიკას" - ცალკეულ შერეკილ, ან ჯგუფურ ლობისტ-კონგრესმენებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს უკავია ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი. რეალურად, ამერიკულ მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში სულ სხვა პრობლემებით არიან დაკავებული.

მარკო რუბიომ, ტრამპის გუნდის სენატორმა, უკვე ახლა განაცხადა, რომ არჩევნების ფალსიფიცირების შემთხვევაში მის შედეგებს არა თუ არ აღიარებს, არამედ რესპუბლიკელთა მომხრეთა რიგებიდან ქუდზე კაცს გამოიყვანს ამერიკის ქუჩებში. 

ანალოგიური გეგმები აქვთ დემოკრატებსაც: ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მზადდება კონგრესში არჩევნების შედეგების „სერტიფიცირების" ჩაშლის გეგმა. წინასწარ იმუქრებიან, რომ ქუჩაში გაიყვანენ მოძრაობა BLM-ს და ულტრა მემარცხენე მოძრაობა Antifa-ს და მოუწყობენ რესპუბლიკელებს „ფერად რევოლუციას".

დემოკრატიული ფრთის ეკონომისტებმა კი მოიმარჯვეს ჩინური წარმოების კალკულატორები და „ზუსტად" გამოთვალეს ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში გარდაუვალი სავაჭრო ომებით გამოწვეული ეფექტი: ევროპულ იმპორტზე დაწესებული 15%-იანი და ჩინურზე - 60%-იანი ტარიფი, რაც ქვეყანას, სულ ცოტა, ნახევარი ტრილიონი დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, ეს ექსპორტიორებსაც მიაყენებს დარტყმას, ხოლო ევროკავშირში კიდევ უფრო მძიმე რეცესიას გამოიწვევს.

ყველაზე პანიკურ და კატასტროფულ სცენარს კი 240-მილიარდიანი აქტივების მქონე ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამაარსებელი რეი დალიო გვთავაზობს: უახლოეს წლებში სამოქალაქო ომის დაწყების ალბათობა ამერიკაში 35-40%-ს შეადგენს.

ამ პროგნოზის უკან პირველ რიგში აშშ-ის უკიდურესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოლარიზაციაა. ამიტომ რეი დალიო გამოდის რჩევით - თავი შეიკავონ აშშ-ის სახელმწიფო ვალის „მონეტიზირებისაგან" და გადაიტანონ ძირითადი ინვესტიციები ინდოეთში, ვიეტნამში, მალაიზიაში, ინდონეზიასა და სპარსეთის ყურის მონარქიებში.

აშშ-ის ობლიგაციებსა და დოლარზე საერთაშორისო მოთხოვნა მკვეთრად ვარდება: ამის შედეგად, მთელ მსოფლიოში (მათ შორის, საქართველოში) აქტიურად მიმდინარეობს ოქროს შესყიდვა - ჩინეთი, მაგალითად, დიდად არც კი ვაჭრობს მისი შეძენისას. არავის არ სურს აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობისა და პოსტსაარჩევნო გაურკვეველი ვითარების ფონზე აღმოჩნდეს „გაუგებარ" და „უხერხულ" სიტუაციაში.

ასე რომ, ჩვენს რევოლუციონერებს ვინმემ აუხსნას, რომ მათ მიერ დახატული სურათი, რომლის თანახმად კაპიტოლიუმის ბორცვებზე მზე საქართველოზე ფიქრით ამოდის და ჩადის, „ოდნავ" გადაჭარბებულია.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი