დავით ქართველიშვილი: აშშ-ის თვალში „მნიშვნელოვანი" და „მდგრადი" პროგრესი საქართველომ თავისი უახლოესი ისტორიის უკანასკნელ 30 წელიწადში თუ ვერ აჩვენა, არც კი ვიცი, რამდენი ათეული წელი გვაქვს გამოყოფილი ამისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
436 21 მაისი 2024, 10:37
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, აშშ-ის თვალში „მნიშვნელოვანი" და „მდგრადი" პროგრესი საქართველომ თავისი უახლოესი ისტორიის უკანასკნელ 30 წელიწადში თუ ვერ აჩვენა, არც კი ვიცი, რამდენი ათეული წელი გვაქვს გამოყოფილი ამისთვის.
„თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით, რაც დადასტურდება, სულ მცირე, არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“, გვპირდებიან დიდ, მოულოდნელ და ნანატრ საჩუქრებს. ოღონდ - „პოსლეზე".
აშშ-ის თვალში „მნიშვნელოვანი" და „მდგრადი" პროგრესი საქართველომ თავისი უახლოესი ისტორიის უკანასკნელ 30 წელიწადში თუ ვერ აჩვენა ჯერ, არც კი ვიცი, რამდენი ათეული წელი გვაქვს გამოყოფილი ამისთვის. მაგრამ, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით! ვპირდებით! რაც შეეხება „სულ მცირეს" - ისეთი „არსებითად სამართლიანი" არჩევნები გვექნება, რომ არც ერთ (!) გარდაცვლილ კანდიდატს, ტრადიციისამებრ, საარჩევნო სიებში არ შევიყვანთ. ხოლო წინასაარჩევნო გარემო ისეთი „დაბალანსებული" გვექნება, რომ ამერიკის 2022 წლის კონგრესის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ გაკეთებულ დასკვნას სამაგიდო წიგნად გამოვიყენებთ, თუ როგორ არ უნდა იყოს ჩატარებული არჩევნები. ხოლო, როდესაც ჩვენს სანიმუშო პროცესს დავასრულებთ 26 ოქტომბერს, დიდი სიამოვნებით და გულის ფანცქალით დაველოდებით 5 ნოემბრის შედეგებს და მათი აღიარების პროცესებს. წინ მეტად საინტერესო ამბები გველოდება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი