ზურაბ ქადაგიძე Politico-ს ინფორმაციაზე: იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს და მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის საკითხს - საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 21 მაისი 2024, 12:29
ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვით, აშშ ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო მხარდაჭერას და შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს სთავაზობს საქართველოს, თუ ხელისუფლება შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ ნარატივს.
ქადაგიძის განცხადებით, საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, ხოლო აშშ-ს თუ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მისი ნებაა, თუმცა, "როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევეა, ერთი კონგრესმენის სურვილები, ამერიკის რეპუტაცია გადაარჩინოს ქართველების თვალში". "იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! 1) ერთი კონგრესმენის იდეა, მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! 2) მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! 3) ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია. თვალსაჩინოებისათვის, აქამდე რა არ იყო საკმარისი საფუძველი, ამერიკას მიეღო ე.წ “მეგობრობის აქტი” საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც * “ნატოს” ყველა სამხედრო მისიაში ვმონაწილეობდით! * მოსახლეობის მიხედვით, ერთ ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ მისიებისა, სამხედრო კონტინგენტის თვალსაზრისით! * ათობით დაღუპული ქართველი და ასობით დაზარალებული, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად! * ყველა საერთაშორისო რეზოლუციითა და აქტით, საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს! ნუ თუ საკმარისი არ იყო? და ბოლოს: საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით! გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია, თუმცა როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ასევეა, ერთი კონგრესმენის სურვილები, ამერიკის რეპუტაცია გადაარჩინოს ქართველების თვალში, რომელიც კელი დეგნანისა და ზოგიერთი უპასუხისმგებლო ამერიკელის განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულად დაზიანდა! P.S. დაგიძველდათ მეთოდები. თქვენი გენმოდიფიცირებული თაფლა კვერი დაობდა და მათრახით ქართველებს ვეღარ შეაშინებთ!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი