ირაკლი ლატარია: საქართველომ ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 21 მაისი 2024, 15:30

მოდით აბა ვნახოთ, 30 წლის მანძილზე ერთხელ გადადგას ამერიკამ საჩვენო ნაბიჯი. ერთხელ - არ შეიძლება?... ვალს რომ გვაძლევს, ეგ არ ითვლება..... ჩვენ არანაკლები გავეცით ამერიკისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის... მხოლოდ ფული არაა პარტნიორობა, ჩვენ რაც გავეცი ის შეუფასებელია - სიცოცხლე არაერთი ქართველი ჯარისკაცის და სანაცვლოდ, რაიმე პატარა ნაბიჯი რომ გადმოდგას - ნუთუ არ არის ამის დრო?... - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია გამოცემა POLITICO-ს სტატიას, სადაც წერია, რომ თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.

ლატარია აღნიშნავს, რომ საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს.

„რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი რაიმეს რომ შეგვპირდება და არ შეასრულებს, ზუსტად ერთ წელიწადში ვდებთ მიწაში და მისი, აღარაფერი გვინდა და არც გვჯერა.. 30 წელზე მეტია ამერიკა გვპირდება ყველაფერს, მაგრამ არაფერი შეუსრულებია და საქართველოს ისტორიაში პირველად, პატარა, საწყალმა საქართველომ უპასუხა ამერიკას, რომ მხოლოდ შეპირებებისა და ცარიელი სიტყვების დრო დამთავრდა და დროა, რეალურ ქმედებაზე გადახვიდეთო - უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ... საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი თუ 30 წელი ცალმხრივად მოქმედებს - არ უნდა შეგახსენოთ ეს ყველაფერი? არააა?....!!!

მოდით აბა ვნახოთ, 30 წლის მანძილზე ერთხელ გადადგას ამერიკამ საჩვენო ნაბიჯი. ერთხელ - არ შეიძლება?... ვალს რომ გვაძლევს, ეგ არ ითვლება..... ჩვენ არანაკლები გავეცით ამერიკისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის... მხოლოდ ფული არაა პარტნიორობა, ჩვენ რაც გავეცი ის შეუფასაბელია - სიცოცხლე არაერთი ქართველი ჯარისკაცის და სანაცვლოდ, რაიმე პატარა ნაბიჯი რომ გადმოდგას - ნუთუ არ არის ამის დრო?...“- წერს ირაკლი ლატარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი