გია აბაშიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 21 მაისი 2024, 22:15
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა არა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები, არამედ გამრუდებული პოლიტიკური ნარატივები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დასკვნას საქართველოს კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა {ვენეციის კომისია} არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები.
„"გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე თავის დასკვნაში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა არა დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტები, არამედ გამრუდებული პოლიტიკური ნარატივები.
კონსტიტუციური სამართლის დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ეს სტრუქტურა არაა პოლიტიკური პარტია, რომ ატირაჟიროს პოლიტიკური, თანაც დამახინჯებული გზავნილები. სამწუხაროა, რომ სუვერენულ საქართველოზე ქართული კანონის დამუნათების ფერხულში ვენეციის კომისიისგანაც შევიტყვეთ ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით მსჯელობა, რაც, ჩემი აზრით, განგებ არის და არა უნებლიეთ. ფაქტების უკიდურესი დამახინჯება პროფესიონალური შეფასება ვერ იქნება. დასანანია, რომ დეპოლარიზაციის მომხრე დასავლეთის კიდევ ერთი საკონსულტაციო სტრუქტურიდან ჩანს ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის წახალისების აშკარა ნიშნები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც თვალსაჩინოა, რომ ჯეროვნად არ იცნობენ ქართული საზოგადოების უმრავლესობის განწყობებს“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი