დავით ქართველიშვილი-როდესაც მოქმედი ევროკომისარი, სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება, ეს უკვე ფსკერიც არაა - ეს არის კატასტროფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
410 23 მაისი 2024, 18:24
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.


ქართველიშვილის თქმით, როდესაც მოქმედი ევროკომისარი სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება. ეს უკვე ფსკერიც არაა - ეს არის კატასტროფა!!!



„როდესაც არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება პოლიტიკურ ტერორზე, როგორც სასოწარკვეთილი ძალების იარაღზე - ამას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. ორიოდე თვის წინ, საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის სიტყვებს ოჰაიოში გამართულ მიტინგზე, რომ „ის არ დაემსგავსებოდა აშშ-ის პირველ (რესპუბლიკური პარტიიდან) პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს, რომელსაც ესროლა მსახიობმა ჯონ ბუტმა“. 
ამას მომენტალურად მოჰყვა ნეოლიბერალური მედიაჰოლდინგის, MSNBC-ის წამყვანის, კიტ ოლბერმანის საშინელი კომენტარი: „ყოველთვის არის იმედი“. დემოკრატმა კონგრეს-ვუმენმა ქეითი პორტერმა (წარმომადგენელთა პალატა), თავის ბლოგში კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ტრამპი მალე წააგებს, ან ციხეში წავა, ან არ ვიცი, ინფარქტი დაარტყამს. მე არ ვიცი, როგორი იქნება მისი დასასრული, მაგრამ ეს დასასრული ნამდვილად ექნება“. 
კიდევ ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა, დენ გოლდმანმა, „ლეგენდარულ“ ჯენ ფსაკისთან ინტერვიუში, უხეშად და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე განაცხადა, რომ ტრამპი უნდა იქნას „ლიკვიდირებული“. ეს არის მშრალი ფაქტები, ხოლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა - ფსევდოლიბერალიზმის პირდაპირი დაკვეთის ხორცშესხმა. იმავე პერიოდში, დაკავებული იქნა კონკრეტული პირები, სერბეთის პრეზიდენტზე სავარაუდო თავდასხმის თავიდან არიდების პრევენციის ფარგლებში.
გუშინდელ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წამოწია საკითხი საკუთარ პერსონალურ საფრთხეებზე და რისკებზე - ამანაც გამოიწვია ღლიცინი? და დღევანდელ სკანდალურ ინფორმაციას როგორ შევხვდეთ - როდესაც მოქმედი ევროკომისარი სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება. ეს უკვე ფსკერიც არაა - ეს არის კატასტროფა!!!“-წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი