ზურაბ ქადაგიძე: მეტი რაღა უნდა იკადრონ, როდესაც პრემიერ-მინისტრს ევროკომისარი, სლოვაკეთის ლიდერის ბედის გაზიარებით ემუქრება?! ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის სიცოცხლის მოსპობის მინიშნების!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
408 23 მაისი 2024, 18:26
ამაზე მეტი რაღა უნდა იკადრონ, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოქმედი ევროკომისარი, სლოვაკეთის ლიდერის ბედის გაზიარებით ემუქრება?! ყველანაირი ზღვარი და ჩარჩო მოშალეს ამ ნაძირალებმა! - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრის მისამართით ერთ-ერთი ევროკომისრის მიერ სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას. 

მისი განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ტყუილად არ დაუბარებია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ბრიუსელს ეკუთვნის, ამიტომაც აძლევენ თავს უფლებას, სუვერენული სახელმწიფოს მეთაური სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟონ. 

"ამაზე მეტი რაღა უნდა იკადრონ, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოქმედი ევროკომისარი, სლოვაკეთის ლიდერის ბედის გაზიარებით ემუქრება?!
ყველანაირი ზღვარი და ჩარჩო მოშალეს ამ ნაძირალებმა!
აკი, ტყუილად არ დაუბარებია, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ თქვენი სუვერენიტეტი ბრიუსელს ეკუთვნისო?!
შესაბამისად, ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის შანტაჟს, სიცოცხლის მოსპობის მინიშნებით!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი