შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს. სად არიან? 10 წელი რომ არ მოასვენეს ეს ქვეყანა სააკაშვილით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 23 მაისი 2024, 18:36

ეს არის დასტური ათწლიანი ყალბი კამპანიისა, რომელშიც ჩართულები იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან, ჩართული იყო სხვადასხვა სახის მედია და არასამთავრობო სექტორი, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებს ამ გადაწყვეტილებაზე განცხადება არ გაუკეთებიათ და რომ მათ ბოდიში უნდა მოიხადონ.

„ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს. სად არიან? 10 წელი რომ არ მოასვენეს ეს ქვეყანა სააკაშვილით, მისი პერსონით. ხან სად დაჰყავდათ, ხან სად, ხან სად ნიშნავდნენ. გახსოვთ, ბრიუსელის კორიდორებში როგორ ხვდებოდნენ, სხვადასხვა კონფერენციაზე გამოყოფილი ადგილი. ეს ხალხი, რომელიც მათ შორის ევროპის სახეები არიან, რატომაა ჩუმად? გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ ქვეყნის ათწლიანი არმოსვენებისთვის, ჯანჯღარისთივს ერთი ადამიანის გამო. გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს. ბოლოს შემოგვიპარეს ჩუმად იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი