ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე ოლივერ ვარჰეის განცხადებაზე-აღიარება ცოტა თავის მართლების საშუალებას წააგავს, რაც შეეხება საზოგადოების პოლარიზაციას, სწორედ უცხოელების წაქეზების შედეგად ხდება აქაური მავნებლების მიერ პოლარიზაციის მუხტის აწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 24 მაისი 2024, 00:14


რახან პირველი აღიარება მივიღეთ, მე  სხვებისაგანაც სხვა აღიარებებსაც ველოდები, ისე აღიარება  ცოტა თავის მართლების საშუალებას წააგავს,  მანამდე კი   მუქარასაც  ჰქონდა ადგილი”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მიერ პრემიერთან სატელეფონო საუბრის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ “მინდა გამოვხატო ჩემი ძალიან გულწრფელი სინანული, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული“. 



ექსპერტის თქმით, რაც შეეხება საზოგადოებაში პოლარიზაციის საკითხს, სწორედ უცხოელების წაქეზების შედეგად ხდება აქაური მავნებლების მიერ პოლარიზაციის მუხტის აწევა, რასაც "წარმატებით" ახორციელებს ყველა, დაწყებული დე ფაქტო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიდან, დამთავრებული ყოფილი სახალხო დამცველი ლომჯარიათი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებით.





“რახან პირველი აღიარება მივიღეთ, მე  სხვებისაგანაც სხვა აღიარებებსაც ველოდები, ისე აღიარება  ცოტა თავის მართლების საშუალებას წააგავს,  მანამდე კი   მუქარასაც  ჰქონდა ადგილი.  რაც შეეხება საზოგადოების პოლარიზაციას, სწორედ უცხოელების წაქეზების შედეგად ხდება აქაური მავნებლების მიერ პოლარიზაციის მუხტის აწევა, რასაც "წარმატებით" ახორციელებს ყველა, დაწყებული დე ფაქტო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიდან, დამთავრებული ყოფილი სახალხო დამცველი ლომჯარიათი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებით.
თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ვერ შეიგნეს ჩვენმა მტერ-მოყვარებებმა: ირაკლი კობახიძისა და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარს ერთადერთი შედეგი მოაქვს ამ ქვეყანაში -ჯანსაღი  და  საზოგადოების  დიდი ძალების კონსოლიდაცია ღირსებისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი