ნანა კაკაბაძე - დღეს ბევრს საუბრობენ საქართველოს, არასასურველი, მოქლაქეების მიმართ ამერიკული სანქციების დაწესებაზე. გარე ინტერესებზე მომუშავე ოპოზიცია, დიდი სიხარულით და ხელების ფშვნეტით ელოდება ამ სანქციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
454 24 მაისი 2024, 10:12
"დღეს ბევრს საუბრობენ  საქართველოს, არასასურველი,   მოქლაქეების (ძირითადად პოლიტიკოსების) მიმართ ამერიკული სანქციების დაწესებაზე. გარე ინტერესებზე მომუშავე  ოპოზიცია, დიდი სიხარულით და ხელების ფშვნეტით ელოდება ამ სანქციებს," - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს..

"მაღალი თანამდებობის პირებზე სანქციების დაწესება ფაქტობრივად ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

კვაზი  ოპოზიციის განსაკუთრებულ თრთოლვას და სიხარულს იწვევს ცნობები იმის თაობაზე, რომ სანქციები გავრცელდება  პოლიტიკოსთა ოჯახის წევრებზეც, ვინაიდან  ასეთია ფსევდო-ლიბერალური დემოკრატიის  სტანდარტი.

ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების დროს ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა „ხალხის მტრად“ გამოცხადებული ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება. დახვრეტილი ან გადასახლებული პირის მეუღლესაც, როგორც წესი, აგზავნიდნენ გადასახლებაში, დარჩენილ  ოჯახის წევრებს კი ბინიდან ასახლებდნენ.

მაშინაც კი, იმ საშინელ წლებში,  არასრულწლოვან შვილებს მშობლების დანაშაულისთვის პასუხს არ სთხოვდნენ. მართალია, „ხალხის მტრის“ სამარცხვინო იარლიყს აწებებდნენ, მაგრამ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებას არ უშლიდნენ. 

ომის შემდგომი პერიოდის საბჭოთა კავშირში ასეთი მიდგომა დაიგმო, შეიცვალა და უკვე 60-80-იან წლების საბჭოთა საზოგადოებაში მყარად იყო გამჯდარი იმის გაგება, რომ შვილი მშობლის დანაშაულზე პასუხს არ აგებს.

მოკლედ, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმი შეფუთულია ფასადური დემოკრატიით, ფსევდო ლიბერალიზმით და ფსევდო ჰუმანიზმით, ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ფაშისტური და ბოლშევიკური სტანდარტების რეანიმაციაა.

სანქცირებული პირი თავის ოჯახიანად გამოცხადებულია „ხალხის მტრად“, შვილმაც უნდა აგოს პასუხი მშობლის „დანაშაულზე“, ხოლო ის ვინც ასე არ ფიქრობს და მოითხოვს ასეთი მიდგომის გაუქმებას, მას  ფსევდო ლიბერალები საკუთარი ჯიბის ტელევიზიების საშუალებით,  აცხადებენ  ხალხის მტრად.

ზუსტად ასეთ სტიგმატიზაციას ითხოვენ დღეს,  სულ-გაყიდული  ოპოზიციონერებიც, რომლებიც ტირილით და ხვეწნა-მუდარით მიმართავენ დიდ დეიდებს და ბიძიებს „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, ეს ცუდი ბიჭები ცუდ კანონებს იღებენ  დასაჯეთ, დაასანქცირეთ,  გვიშელეთ რამე!“. ის  „დიიიდებიც“ ეთანხმებიან თავის საკუთარ ყმებს, სანქციებით ემუქრებიან ან ასანქცირებენ  მათ გამბრაზებელ ცუდ გოგო- ბიჭებს, რომლებიც  "დიდ ბიძიებს"  არ უჯერებენ.

მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსთხოვოს აშშ-ს მთავრობას ისეთი არაჰუმანური და არაევროპული კანონის გაუქმება, როგორიც არის სიკვდილით დასჯა,(აშშ-ს შტატების უმრავლესობაში დღესაც არსებობს,უფრო მეტიც, ზოგ შტატში არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯაც კი დაშვებულია). წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირებით დაემუქროს.

როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში ჩვენი „თანასწორუფლებიანი“ პარტნიორი აშშ-ს მთავრობა?

ალბათ სიცილადაც არ ეყოფა რაღაც ღირებულებებზე და სტანდარტებზე მითითება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რუსეთის ხელისუფლებას რომ განეცხადებინა, თუ ჩვენთვის არმოსაწონ კონკრეტულ კანონს გააუქმებთ და არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებთ (რაშიც იგულისხმება მათი მოწონებული პარტიის უპირობო გამარჯვება), მაშინ სავიზო შეღვათებს მოგცემთ, შეგაიარაღებთ და დიდ ინვესტიციებსაც ჩავდებთ საქართველოშიო, რა ამბავი ატყდებოდა და სწორიც იქნებოდა. ვინაიდან ესეთი შეთავაზება, შეუთავსებელია   პარტნიორულ ურთიერთობასთან, ბღალავს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას! 

ვინც ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ, იმას დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და სუვერენიტეტზე წარმოდგენა არა აქვს.

სამწუხაროდ, სწორედ დასავლეთმა გადაუხვია იმ დასავლურ კურსს, რომლის დამკვიდრებისთვისაც ჩვენ საბჭოთა პერიოდშიც  ვიბრძოდით და ვიბრძვით დღესაც.თანამედროვე დასავლეთმა, ზოგადსაკაცობრიო ფორმულირებები ჩაანაცვლა თაღლითური ტერმინებით. ის, რაც დასჯადი იყო საბჭოთა დროშიც კი, დღეს ლეგიტიმურად აქცია და გავლენიანი მცირე ჯგუფის ინტერესებს მოარგო.

მაგალითად, ქრთამის მიცემით საკუთარი ინტერესების გატარებას, დღეს „დემოკრატიული“ ტერმინი „ლობისტური საქმიანობა“ ჰქვია.

ლობირება  ითვალისწინებს არა სიმართლის დადგენასა და გავრცელებას, არამედ ტვინების გამორეცხვის გზით, იმ სასურველი ტყუილის მტკიცებას, რასაც დამქირავებელი დაუკვეთავს დაქირავებულ ლობისტს.

ტყუილის მტკიცების კლასიკური მაგალითი ჩვენ ყველამ ვნახეთ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს, როცა  მისი   ლობისტები,  საღსალამათ კაცზე, სამარცხვინოდ გვიყვებოდნენ  გამოგონილ დიაგნოზებს და გვიმტკიცებდნენ  თითქოს მას  დემენცია, კახექსია (არც ერთი არ იკურნება) და სხვა უამრავი დაავადება სჭირსო.

ტყუილებით, შეთხზული  დიაგნოზებითა და ტვინების გამორეცხვის გზით, კინაღამ ხალხი აიყოლიეს და ქვეყანა ამოგვიყირავეს.

სერიოზული ძალისხმევის შედეგად გაიშიფრნენ თაღლითი ლობისტები. ამის შემდეგაც კი ბოდიშიც არავის  მოუხდიათ  ქართველი ხალხისათვის, არც უნამუსო დამქირავებლებს და არც ასეთივე ლობისტებს. მსგავსი ტყუილი, ვინმე უფულოს რომ ეკადრა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების ფავორიტი არ იქნებოდა, იმ საცოდავს რას დამართებდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ? 

ფსევდო-ლიბერალები სწორედ ასეთი გზებითა და საშუალებებით  ურეცხავენ ტვინებს გაუნათლებელ, საქმეში ჩაუხედავ ხალხს...

კანონით ხალხს აქვს უფლება, მოვლენებთან დაკავშირებით  მიიღოს სწორი (მართალი) ინფორმაცია. ხალხის ეს უფლება და ვიღაც გაქსუებულების მიერ ნაყიდი ლობისტების ცრუ ინფორმირება, ერთმანეთთან სრულიად არათავსებადია. ამას დაუმატეთ გაყიდული, მიკერძოებული, მედიის როლი ხალხის ზომბირების საქმეში და გასაგები გახდება, რატომ ხდება ამდენი არაბუნებრივი და „უცნაური“ მოვლენა ამ ქვეყანაზე.

ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების მიზნები და ამოცანები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ დემოკრატიულმა მმართველობებმა გადახედონ სახეშეცვლილ პოლიტიკას და დაუბრუნდნენ იმ ზოგადსაკაცობრიო სტანდარტებს, რომლის დამკვიდრებისთვისაც იბრძოდნენ დისიდენტები საბჭოთა რეჟიმის დროს," - წერს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი