ზაალ ანჯაფარიძე კონგრესმენ ბილ კიტინგის განცხადებაზე: თუ ეს ამერიკული პოლიტიკური ცინიზმია, მაშინ მესმის, მაგრამ მიღება რთულია, ისე, ზოგი ჭირი მარგებელია - ამ მოკლე დროში ბევრი რამ გაიგო და ბევრი რამ გადააფასა ჩვენმა საზოგადოებამ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 24 მაისი 2024, 11:18
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება, კონგრესმენ ბილ კიტინგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია".

ანჯაფარიძის შეფასებით, ეს განცხადება ცინიზმია, თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია და ამ მოკლე დროში, მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებდა და გადააფასებდა. 

"მეტი ცინიზმი რა შეიძლება წარმოიდგინო. თუ ეს ამერიკული პოლიტიკური ცინიზმია, მაშინ მესმის, მაგრამ მიღება რთულია. ისე ზოგი ჭირი მარგებელია. ამ მოკლე დროში ბევრი რამ გაიგო და დარწმუნებული ვარ ბევრი რამ გადააფასა ჩვენმა საზოგადოებამ." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი