შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 24 მაისი 2024, 21:24
ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!! - ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, შოთა ხაბარელი, აშშ-ის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე გაკეთებულ განცხადებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციას.

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

“ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია. მეტი რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ხალხმა თავის თვალით შეხედოს როგორ მტრობენ, ღალატობენ საკუთარ ქვეყანას და რამდენად სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ ეს ადამიანები!!!

ახალგაზრდების იმ ნაწილს მივმართავ, ვინც აქციაზე დადიოდა: 
ჩვენო შვილებო, ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა?!ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!
ხვდებით რა გეგმები ეშლებათ ამით და რამხელა ბოროტება იმალება ამ ყველაფრის უკან?!
კანონზე, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აქვთ დღემდე ამერიკელებს, ისინი თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას გისანქცირებენ!.. 
თავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების წინააღმდეგ გამოგიყვანეს ქუჩაში!
ვითომ ანტირუსული კამპანიით საბჭოთა კამპანიაში ჩაგრთეს! 
ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს! 
მოგატყუეს!

ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად ნურც ამ სიტყვებით და ნურც იმით, რომ მოტყუვდით. მხოლოდ გამოუცდელობაა, რითაც ისინი სარგებლობენ. თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ. გავა დრო და ათასჯერ კარგად შეხედავთ, რა რთულია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იმ ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტამდე ოკუპირებულია და მეორე მხრივ, რომლის მართვასაც აგენტურის, და არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ხელით ცდილობენ. რომლის მიმართ ინტერესი პაიკის როლია, რომელიც დიდი ფიგურების ინტერესებს უნდა შეეწიროს!..
ჩვენ კი ამას არ ვუშვებთ, სხვები კი ცდილობენ, ჩვენივე ხალხი დაგვიპირისპირონ მათი “გლობალური ამოცანების” განსახორციელებლად. 

ქვეყნის სიმცირე მონობას არ ნიშნავს, სიამაყით და ღირსებით ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ!” - წერს შოთა ხაბარელი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი