ედიშერ გვენეტაძე: 1990-იანი წლებში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ, ახლა მეხუთე კოლონას ოფიციალურად 50 მილიონი დოლარი გამოუყვეს მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 25 მაისი 2024, 12:36
ხელისუფლების გადასატრიალებლად მეხუთე კოლონას მთელი მსოფლიოს თვალწინ, ოფიციალურად, საქვეყნოდ გამოუყვეს 50 მილიონი დოლარი(ეს რაც გაცხადდა ისე რამდენი იქნება?) - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს თანხა გამოუყვეს ქართული ისტორიისა და კულტურის აბუჩად ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვის და სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აგების სურვილი აქვთ, თუმცა, ეს მცდელიბა წარუმატებელი იქნება.
“1990-იანი წლების დასაწყისში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ(ასე განაცხადა მაშინდელმა მოსკოვის მერმა გავრილ პოპოვმა)! ახლა მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად მეხუთე კოლონას მთელი მსოფლიოს თვალწინ, ოფიციალურად, საქვეყნოდ გამოუყვეს 50 მილიონი დოლარი(ეს რაც გაცხადდა ისე რამდენი იქნება?). გამოუყვეს: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მტრებს! საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების მოსურნეებს! საქართველოში სიტყვების: "დედა", "მამა", "ძმა", "და", "ბიჭი", "გოგო" გაუქმების მომხრეებს! ქართული ტრადიციების შემრყვნელ-გამრყვნელებს! ქართული ისტორიისა და კულტურის აბუჩად ამგდებ-მაგინებლებს!საქართველოს ომში ჩართვის და საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვის შემსრულებლებს. იმათ ვისაც ამ უბედურებების ხარჯზე უნდათ საკუთარი ბედნიერებისა აგება! ანუ "მსოფლიო გლობალურმა ომის პარტიამ" 50 მილიონი $ და ბევრად მეტიც ჩადო მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ანუ ღვთის გზაზე მიმავალთა წინააღმდეგ საბრძოლველად!ვითომდაც ქართველი ხალხის სახელით, მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად გაღმა-გამოღმიდან დააფინანსეს, დავალებები მისცეს და წამზომი ჩაურთეს მეხუთე კოლონის "შესტიორკებს": ლომჯარია-გიგაურებს! უჩა აბაშიძეს და მის ცოლს! ჭიჭიკო ვაშაძე-პატიკო მანჯგალაძეებს! ხაზარაძე-ხაბეებს! გირჩ ზურაბა-კვესიტაძეებს!
ჩერგოლეიშვილ-ბოკერიებს! ბერძენიშვილ-ხოშტარიებს! ბოკუჩავა-ჩარკვიანებს! გვარამია-მელიებს!... ამრიგად, 33 წლის მანძილზე მესამედ მიმდინარეობს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა! წინა ორი "წარმატებით" დაასრულეს! როგორი იქნება მესამე?გჯეროდეთ წარუმატებელი!

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოზე ხელის აწევას და საქართველოს ლათინურ ამერიკანიზაცია, უკრაინიზაციას არავის არ აპატიებს და ქვეყნიდან ექსორიას უყოფს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ლეგიტიმიური ხელისუფლება! ღმერთი ჩვენთან არს! - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი