ლევან ნიკოლეიშვილი- ერთ დღეს რესპუბლიკელები შეცვლიან პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებს, შესაბამისად სახელმწიფო მდივანიც შეიცვლება, რომელიც საქართველოს ამბებსაც მოიკითხავს და აქ იქნება ძალიან მაგარი ახსნა სანქციებთან მიმართებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
465 25 მაისი 2024, 14:07
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელწმიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სანქცირებულთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს“.
 „წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რესპუბლიკელები შეცვლიან პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებს, სახელმწიფო მდივანიც შესაბამისადვე შეიცვლება. თუმცა რაღა წარმოდგენა გვინდა დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, ახალი სახელმწიფო მდივანი კი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ამბებსაც მოიკითხავს, ჩინოვნიკები, პროფესიონალი ჩინოვნიკები, (რომლებიც არ იცვლებიან და რეალურად სისტემაც მათზე დგას) ეტყვიან რომ ჩვეულებრივად ნორმალურად მიდის საქმეები. ხომ მაგრამ სანქციები (მინიმუმ გაგონილი მაინც ექნება) ?-იკითხავს ახალი სახელმწიფო მდივანი. აი, აქ იქნება ძალიან მაგარი ახსნა სანქციები დავუწესეთ, მაგრამ სიაში არავინ შევიყვანეთ, მთელ საქართველოს ხომ არ შევიყვანდით, თან ვინმეს მოწვევა რომ დაგვჭიდეს ამერიკაში ან ახალი ურთიერთობები სანქცირებული ხომ არ გვეყოლებოდა...ამიტომ სიაში არავინ არ შევიყვანეთ, უბრალოდ შევაშინეთ...ოკ და შეეშინდათ? არა სერ, მაგათ( ქართველებს!) მგონი არაფრის არ ეშინიათ, თან თუ საქმე თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ეხება.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი