ზურაბ ქადაგიძე: რომან გოცირიძე უქმე დღეებზე იძახებდა საკუთარ თავს სამსახურში, რომ ორმაგი ხელფასი აეღო, ანუ რომანი იძახებდა რომანს შაბათ-კვირას სამსახურში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 25 მაისი 2024, 18:29

პოლიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ზურაბ ქადაგიძე, რომან გოცირიძის მიერ, ეროვნული ბანკის მისამართით გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და პოლიტიკოსს „სპეტაკ“ წარსულს ახსენებს.

„ყველამ შეიძლება, მაგრამ რომან გოცირიძე რა ნამუსით საუბრობს საერთოდ ბანკებზე, დეპოზიტებზე, რეზერვებზე და ფინანსებზე?! თუ რაიმე ამ ქვეყანაში ეკონომიკური უბედურება მომხდარა ყველა ამ კაცს უკავშირდება და ისეთი “სპეტაკი” წარსული აქვს, რომ ხალხმა ზედმეტსახელად კუპონა შეარქვა…“- წერს ქადაგიძე.

ქადაგიძე იხსენებს რომან გოცირიძის ვიცე-პრემიერობისა და შემდგომში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს და წერს, რომ თითქმის ყველა მაქინაციის სათავეში რომან გოცირიძე იდგა.

„სინამდვილეში, სწორედ თვითონაა ყველაზე გაქნილი გაიაძვერა და "მაშშენიკი"- ვკითხულობთ ქადაგიძის სტატუსში.

პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრს ნახევარი საქართველოს საპრივატიზაციო ვაუჩერების აკრეფაში და თანამზრახველებთან ერთად სახელმწიფო ქონების შეძენაში, კუპონებით კერძო ბანკის გახსნაში, შემდეგ ბანკის გაკოტრებულად გამოცხადებასა და მოგებული თანხებით ამერიკაში გაქცევაში ამხელს.

ზურაბ ქადაგიძე, რომან გოცირიძის ბოლო სტატუსსაც პასუხობს, სადაც გოცირიძე ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების საქართველოში ჩამოტანის საკითხზე საუბრობს. ამასთან, ქადაგიძე გოცირიძეს რუსეთუმეს უწოდებს, არგუმენტად გოცირიძის მხრიდან რუსული წყაროების გამოყენება მოყჰავს და რუსული ვებ-გვერდების სქრინებს აქვეყნებს.

„რომ კითხო რუსეთს ებრძვის, ებრძვის კი არა დღესაც იქ ცხოვრობს, მათით საზრდოობს და დღემდე რუსულ საიტებზე იქექება. ეროვნული ბანკზე სრულ დეზინფორმაციას აქვეყნებს და რუსულ წყაროს ეყრდნობა(სქრინებს ქვემოთ დავდებ). ევროპაში კი სხვა სტანდარტებია. საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შენახვისას ევროპული სტანდარტით მოქმედებს. ეს მატყუარა კუპონა კი მოუწოდებს რუსულით იხელმძღვანელეო.“- წერს ქადაგიძე.

ვრცელი სტატუსის დასასრულს, ზურაბ ქადაგიზე რომან გოცირიძეს "თაღლითისა" და "ვირ-ეშემაკას" ეპითეტებით მოიხსენიებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდის ისტორიას იხსენებს.

„ერთი ისტორიაცაა, მისი ყოფილი თანამშრომლისგან ვიცი : რომან გოცირიძე უქმე დღეებზე იძახებდა საკუთარ თავს სამსახურში, რომ ორმაგი ხელფასი აეღო.

ანუ რომანი იძახებდა რომანს შაბათ-კვირა და მუშაობდა. ეს თაღლითი ვირ-ეშმაკა საუბრობს დეპოზიტებსა და ფინანსურ არასტაბილურობაზე“- წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი