ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი „თუმანიშვილის თეატრის“ ცალკეული მსახიობების პროტესტზე: ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს, არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და არ მიმაჩნია, რომ სცენა ამისთვისაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 25 მაისი 2024, 19:19

სპექტაკლში „მეფე ლირი“ ვმონაწილეობ თავად და „პაკლონიდან“ გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი „პაკლონიდან“, - ამის შესახებ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი, სოციალურ ქსელში წერს.

მსახიობის თქმით, მისი პოზიცია არ ემთხვევა იმ კოლეგების პოზიციას, რომლებმაც “გამჭვივრალობის კანონის” საწინააღმდეგო ბანერები გაშალეს სცენაზე, გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ სცენა არ არის პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი.

“ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის!

სპექტაკლში “მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი “პაკლონიდან”. ჩემი გასვლა არამგონია გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!!! პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი, საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ, რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან!

ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას. უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 - არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 - სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა.

მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.

ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს! “ - წერს ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი